კახა ჩხეტიანი: საქართველო კარგად ჯერ სლოვაკეთში უნდა წარმოვაჩინოთ

AutoSharing Option
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქედ სლოვაკური "ტრენჩინი" ერგო.

- ქუთაისის "ტორპედოს" პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ცნობილია
- ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოში" ცვლილებები იქნება... შესაძლოა, ორი ლეგიონერი დავიმატოთ

Sportall.ge "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა.

"რომ გითხრათ, "ტრენჩინს" კარგად ვიცნობ-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ, მაგრამ ახლა დავსხდებით, ვნახავთ თამაშებს და შევიმუშავებთ შესაბამის სქემას, რომლითაც მათ წინააღმდეგ ვითამაშებთ.

მეორე მატჩს შინ ვმართავთ და ეს კარგია, მაგრამ ჯერ
სლოვაკეთში უნდა წარმოვაჩინოთ საქართველო. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ჩვენ ახლა არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად საქართველოს სახე ვართ!

ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და ევროტურნირებზე მყოფ ყველა ქართულ კლუბს მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ", - გვითხრა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველას დიდი მადლობა,ჩვენც ყველა ქართულ კლუბებს ვცემთ დიდ პატივს, და გვინდა რომ ევროპამ ნახოს რომ ჩვენს გუნდებს შეუძლია მათ გაუწიოს უშეღავათო ბრძოლა!
ქუთაისელი
11:06 20-06-2017
0
მაღალი დონის თავდამსხმელი და ბაბუნაშვილის ადგილზე, ორჯერ უკეთესი ნახევარმცველი გჭირდებათ... მიყვარს ქუთაისი და წარმატებები ტორპედოს!!!!
Qartveli888
00:06 20-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული