ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

AutoSharing Option
19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია", რომელიც აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" იბრძოლებს. გია ცეცაძის გუნდი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპებზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ჩემპიონთა ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი
ვიკინგური (ფარერები)-ტრეპჩა (კოსოვო)
ჰიბერნიანი (მალტა)-ინფონეტი (ესტონეთი)
ალაშკერტი (სომხეთი)-ფკ სტ. კოლომა (ანდორა)
ნიუ სეინტსი (უელსი)-ეუროპა (გიბრალტარი)
ლინფილდი (ჩრ. ირლანდია)-ლა ფიორიტა (სან მარინო)

მატჩები გაიმართება 27/28 ივნისს და 4/5 ივლისს.

II საკვალიფიკაციო ეტაპი
ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - სამტრედია (საქართველო)
აპოელ (კვიპროსი)-დიუდელანჟი (ლუქსემბურგი)
ჟალგირისი (ლიტვა)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
პარტიზანი (სერბეთი)-ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)
ჰიბერნიანსი/ინფონეტი-ზალცბურგი (ავსტრია)
შერიფი (მოლდოვა)-კუკესი (ალბანეთი)
ასტანა (ყაზახეთი)-სპარტაკსი (ლატვია)
ბატე (ბელორუსი)-ალაშკეტი/ფკ სტ. კოლომა
ჟილინა (სლოვაკეთი)-კოპენჰაგენი (დანია)
ჰაპ. ბეერ შევა (ისრაელი)-ჰონვედი (უნგრეთი)
რიეკა (ხორვატია)-ნიუ სეინტსი/ეუროპა
მალმიო (შვედეთი)-ვარდარი (მაკედონია)
ზრინსკი (ბოსნია)-მარიბორი (სლოვენია)
დანდალკი (ირლანდია)-რუსენბორგი (ნორვეგია)
ჰაფნარფიორდური (ისლანდია)-ვიკინგური/ტრეპჩა
ლინფილდი/ლა ფიორიტა-სელტიკი (შოტლანდია)
მარიეჰამნი (ფინეთი)-ლეგია (პოლონეთი).

მატჩები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული