- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" იქნება.
თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ გია ცეცაძის გუნდს კავკასიურ დერბიში ურთულესი გამოცდის ჩაბარება
ყარაბაღი
აღდამი, აზერბაიჯანი
დაარსდა 1951 წელს
სტადიონი: "აზერსუნ არენა" (5 800)
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
ბოლო წლებში "ყარაბაღი" აზერბაიჯანის უდავოდ საუკეთესო გუნდია. ეს დიდწილად ყურბან ყურბანოვის დამსახურებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან ხელმძღვანელობს გუნდს.
"ყარაბაღი" 5-ჯერ გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, 6-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ერთხელაც - სუპერთასი. ის არამარტო ტიტულებით, ფინანსურადაც ყველაზე მდიდარია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ესეცაა იმის მიზეზი, რომ მისთვის უცხო არც ევროწარმატებებია - ყურბანოვის გუნდს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშია.
გეხსომებათ, "სამტრედია" შარშანაც აზერბაიჯანელებს გადაეყარა, როცა ევროპალიგაზე ორრაუნდიანი ბრძოლა წააგო "გაბალასთან".
კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ჩვენებური გიორგი ადამია ითვლება. "ყარაბაღში" ქართველებიდან ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილსაც უთამაშიათ. ცხადია, ევროთასებამდე აზერები აუცილებლად გაძლიერდებიან, თუმცა მათ დღესაც კარგი შემადგენლობა ჰყავთ.
აზერბაიჯანის ნაკრების წევრების გარდა, გუნდში არიან ლეგიონერებიც. კარს ბოსნიის ნაკრების 28 წლის კიპერი იბრაჰიმ შეჰიჩი იცავს. ესპანელი, მიგელ მარკოს მადერა (31 წლის ), იგივე მიჩელი, წლების განმავლობაში ხიხონის "სპორტინგის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მერე "ბირმინგემ სიტიში", აეკ-ში, "ხეტაფესა" და ჰაიფას "მაკაბიში" ითამაშა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იწვევენ 27 წლის თავდამსხმელ დინო ნდლოვუს. სამშობლოს გარდა, მან ითამაშა ისრაელში, ბოლოს კვიპროსულ "ანორთოსისში" იყო და სწორედ აქედან მიაშურა "ყარაბაღს".
ესპანური ლეგიონის კიდევ ერთი წარმომადგენელია 30 წლის გარემარბი დანი კინტანა. ის "ვალენსიას" აღზრდილია. ითამაშა სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ ესპანურ კლუბში, იყო პოლონურ "იაგელონიაში", იქედან არაბეთში წავიდა და ბოლოს ღუზა "ყარაბაღში" ჩაუშვა.
გუნდის ერთ-ერთი სიმბოლოა ალბანეთის ნაკრების მცველი, 32 წლის ანსი აგოლი, რომელიც გუნდში 2012 წლიდან თამაშობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამიტომ კრიტიკა საჭიროა იქნებ ყურები შეიბერტყონ ,თუარადა შედეგი იქნება ცუდი...ნეტა ვცდებოდეე