გია ცეცაძე: სუსტი მხარეები არათუ "ყარაბაღს", "ბარსელონასა" და "რეალს" აქვთ

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის "ყარაბაღთან" მეტოქეობაზე ესაუბრა.

საქართველოს ჩემპიონი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

- "ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"
- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

- უკვე დაიწყეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თქვენი მეტოქე გუნდის - "ყარაბაღის" შესწავლა?
- დიახ, ვაანალიზებთ მეტოქეს.
ძლიერი გუნდი შეგვხვდა. მათ ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მოთამაშეებიც კარგი ჰყავთ და მწვრთნელიც ძლიერია. ვსწავლობთ მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

- სუსტი მხარეები იპოვნეთ?
- სუსტი მხარეები არათუ "ყარაბაღს", "ბარსელონასა" და "რეალსაც" აქვთ.

- მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ვის გამოარჩევდით?
- არავის გამორჩევა არ მსურს. "ყარაბაღი" ძლიერია გუნდური თამაშით, რაც გუნდის მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემს სიტყვებს ადასტურებს. ეს გუნდი კარგად უტევს. სხვათა შორის, შეტევა ჩვენც გვიყვარს. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

- ალბათ, შეიტყობდით, რომ "ყარაბაღი" უფრო ძლიერია იმ "გაბალაზე", რომელმაც შარშან იოლად გაჯობათ ევროპალიგის სტარტზე.
- დიახ და ეს შედეგებიდანაც ჩანს. აგდამელები უკვე მეოთხე წელია ზედიზედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.

- რამდენად შეიცვალა "სამტრედია" გასულ სეზონთან შედარებით?
- ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა, სადაც წარმატებით გამოდიან. შარშან ახალგაზრდული შემადგენლობა გყავდა და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ ერთ წელიწადში კი ეს შევიძინეთ, გავძლიერდით და უკეთ ვთამაშობთ.

- აზერბაიჯანში არავის სჯერა, რომ "ყარაბაღს" ამ ეტაპზე ფეხი დაუცდება. თქვენი გუნდის შანსებზე რას იტყვით?
- წარმატების რომ არ გვჯეროდეს, ევროთასებზე არც გამოვიდოდით. ვნახოთ, რა გამოვა.

- პირველი თამაში ბაქოშია. ეს უპირატესობას გაძლევთ?
- ამას დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებ, თუმცა პატარა უპირატესობა მაინც არის. თუკი გატანას მოვახერხებთ, ჩვენი შანსები გაიზრდება.

- პირველ მატჩში "გაბალასაც" კი გაუტანეთ, მაგრამ სამაგიეროდ ხუთი გაუშვით...
- დიახ, ხუთი გოლის ამოქაჩვა საპასუხო მატჩში ძალიან ძნელია. იმ თამაშში ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. მაშინ გამოუცდელი დაცვა გვყავდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უკეთესად ვართ მომზადებული.
მკითხველის კომენტარები / 13 /
თამაში ყველასთან შეიძლება,ბოლო -ბოლო "ყარაბახია" "რეალი"ხომ არაა.ბოლომდე დაიხარჯეთ ბიჭებო, გამოვა რამე.ეხლა საპასუხო შეხვედრას მინდა დაუბრუნდე.იქნებ ზესტაფონში გეთამაშათ,სტადიონი გაივ სებოდა,უფრო ახლო არაა.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.რა გახდა ეს სტადიონები.დავიღალე ერთი და იგივ ეს წერით.
კახა ქირია
17:29 25-06-2017
0
ხოხმაა ეს კაცი :-):-) დანიის მეორე ლიგაში და ლატვიის ვაი ჩემპიონატში თამაში თუ ევროპაში წარმატებულ გამოსვლად ითვლებოდა პირველად მესმის ... ვიცინო თუ ვიტირო გამაგებინეთ ???? :-(:-(
დათო ...
16:09 25-06-2017
0

სიახლეები პოპულარული