საქართველოს ჩემპიონი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
- "ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"
- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
- უკვე დაიწყეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თქვენი მეტოქე გუნდის - "ყარაბაღის" შესწავლა?
- დიახ, ვაანალიზებთ მეტოქეს.
- სუსტი მხარეები იპოვნეთ?
- სუსტი მხარეები არათუ "ყარაბაღს", "ბარსელონასა" და "რეალსაც" აქვთ.
- მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ვის გამოარჩევდით?
- არავის გამორჩევა არ მსურს. "ყარაბაღი" ძლიერია გუნდური თამაშით, რაც გუნდის მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემს სიტყვებს ადასტურებს. ეს გუნდი კარგად უტევს. სხვათა შორის, შეტევა ჩვენც გვიყვარს. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.
- ალბათ, შეიტყობდით, რომ "ყარაბაღი" უფრო ძლიერია იმ "გაბალაზე", რომელმაც შარშან იოლად გაჯობათ ევროპალიგის სტარტზე.
- დიახ და ეს შედეგებიდანაც ჩანს. აგდამელები უკვე მეოთხე წელია ზედიზედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.
- რამდენად შეიცვალა "სამტრედია" გასულ სეზონთან შედარებით?
- ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა, სადაც წარმატებით გამოდიან. შარშან ახალგაზრდული შემადგენლობა გყავდა და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ ერთ წელიწადში კი ეს შევიძინეთ, გავძლიერდით და უკეთ ვთამაშობთ.
- აზერბაიჯანში არავის სჯერა, რომ "ყარაბაღს" ამ ეტაპზე ფეხი დაუცდება. თქვენი გუნდის შანსებზე რას იტყვით?
- წარმატების რომ არ გვჯეროდეს, ევროთასებზე არც გამოვიდოდით. ვნახოთ, რა გამოვა.
- პირველი თამაში ბაქოშია. ეს უპირატესობას გაძლევთ?
- ამას დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებ, თუმცა პატარა უპირატესობა მაინც არის. თუკი გატანას მოვახერხებთ, ჩვენი შანსები გაიზრდება.
- პირველ მატჩში "გაბალასაც" კი გაუტანეთ, მაგრამ სამაგიეროდ ხუთი გაუშვით...
- დიახ, ხუთი გოლის ამოქაჩვა საპასუხო მატჩში ძალიან ძნელია. იმ თამაშში ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. მაშინ გამოუცდელი დაცვა გვყავდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უკეთესად ვართ მომზადებული.
- ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა, სადაც წარმატებით გამოდიან. შარშან ახალგაზრდული შემადგენლობა გყავდა და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ ერთ წელიწადში კი ეს შევიძინეთ, გავძლიერდით და უკეთ ვთამაშობთ. ----------- აი აქ უკევ ყველაფერი დამთავრებულია, ეს კაცი არა მარტო აზერებს, ქართველებსაც გვაშაყირებს დაუნდობლად.
გია, რისი გაძლიერება როცა არ იცი ყოველ ახალ მატჩზე როგორ შეაკოწიწო გუნდი და ვინ დააყენო? 15 კაცი გყავს გუნდში მხოლოდ 20 წელს გადაცილებული,ლიგაში ყველაზე მოკლე სკამი გაქვს.
ღმერთმა ჰქნას რომ მოიგოთ, მაგრამ სასწაულებით კი არა კონკრეტული ხარისხით და კლასით მინდა რომ მოიგოთ.
მე პირადად თვით ფეხბურთელებსი უფრო მჯერვას და მწამს ვიდრე მწვრთნელის და კლუბის მენეჯმენტის.
ვიცი რომ ეს 2000 ლარიანი ხელფასის მქონე ბიჭები სულს და გულს დადებენ რომ გაიმარჯვონ.
წარმატებას გისურვებთ სამტრედიას ყოველ ფეხბურთელს.