ქუთაისის "ტორპედო": 16-საათიანი მგზავრობა და ვარჯიში სლოვაკეთში [PHOTO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთშია და ადგილობრივ "ტრენჩინთან" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება.

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 ივნისს, კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისიდან ჯერ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩაფრინდა, იქიდან კი სლოვაკურ თერმულ კურორტ პიეშტანიმდე (ტრენჩინს 30 კილომეტრითაა მოცილებული) ავტობუსით იმგზავრა და სასტუმრო "ჰოტელ პარკში" დაბინავდა.

16-საათიანი მგზავრობისა და დაღლილობის მიუხედავად, სასტუმროში დაბინავებიდან ნახევარ საათში გუნდი პიეშტანის მთავარ არენაზე სავარჯიშოდ მაინც გავიდა.

დღეს "ტორპედო" კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, "ტრენჩინთან" შეხვედრა კი
29 ივნისს, თბილისის დროით 19:20 სთ-ზე დაიწყება.

ქუთაისის "ტორპედო"
მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;
მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;
ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;
თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge


Sportall.Ge
"ტორპედოს" პრესსამსახურის ფოტოები
მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა თქვენ იცით წარმატებები ხვალინდელ მატჩში.
dato
15:16 28-06-2017
0
ტორპედო დიდი და ტრადიციული გუნდია, ამიტომ მისი დიდი იმედი მაქვს, ბიჭებო თქვენ უნდა შეახსენოთ ქართული ფეხბურთი ევროპას, გფარავდეთ ღმერთი და გამარჯვებულები დაგვიბრუნდით.
gizog
16:20 28-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული