ტრენჩინი VS ტორპედო - სტუმრად ცუდ მასპინძლებთან

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ტრენჩინთან" პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი ხელოვნურსაფარიან "ნა სიჰოტიზე" თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას სლოვაკური ტელეკომპანია DAJTO გეგმავს.

თამაშისთვის "ტორპედო" ტრენჩინიდან 30 კილომეტრის მოშორებით, პიეშტანიში მოემზადა. თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, ტორპედოელებმა 28 ივნისს მატჩისწინა ბოლო ვარჯიშიც გამართეს. საბედნიეროდ, სლოვაკეთში ჩასული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

- ქუთაისის "ტორპედო": 16-საათიანი მგზავრობა და ვარჯიში სლოვაკეთში [PHOTO]

გაურკვეველი მიზეზების გამო მატჩისწინა პრესკონფერენცია სლოვაკეთში არ ჩატარებულა. ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს სლოვაკეთში დავუკავშირდით და
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. მწვრთნელის თქმით, შანსები 50/50-ზეა, მისი გუნდის ყველა ფეხბურთელი კი თამაშისთვის მზადაა. ჩხეტიანმა სლოვაკური მხარის ცუდ მასპინძლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

- კახა ჩხეტიანი: სლოვაკები ცუდად გაგვიმასპინძლდნენ
- ევროთასები 2017/18. ჩვენ და სლოვაკები: აქაც უარყოფითი ბალანსი...

მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარები "ტორპედოს" ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

გიორგი კუხიანიძე: "მეტოქე მეტ-ნაკლებად შევისწავლეთ. ვფიქრობ, რთული და დაძაბული მატჩი იქნება. შანსებს მაინც თანაბრად ვაფასებ. სტუმრად გატანა უნდა შევძლოთ, რაც საპასუხო თამაშში გამოგვადგება".

ბექა ტუღუში: "ურთულესი თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. ყველამ თავი უნდა დავდოთ. შანსები 50/50-ზეა".

თორნიკე კაპანაძე: "ძალიან საპასუხისმგებლო თამაშია. მეტოქის არ გვეშინია. ვიმედოვნებ, ორი მატჩის ჯამში დადებით შედეგს მივაღწევთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ".

ანრი ჭიჭინაძე: "დაძაბული ბრძოლა იქნება. უნდა მოვინდომოთ, საკუთარი ძალის ვირწმუნოთ და შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულოთ. შემდეგი თამაში ქუთაისშია და "ტრენჩინზე" ნაკლები შანსი ნამდვილად არ გვაქვს".

გრიგოლ დოლიძე: "საკუთარ შესაძლებლობებს თუ სრულად გამოვავლენთ, არ გაგვიჭირდება. "ტრენჩინი" ახალგაზრდული, მოძრავი გუნდია, მაგრამ დადებითი მხარეები ჩვენც გვაქვს და მგონია, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ".

აქამდე "ტრენჩინი" ევროტურნირებზე მეზობელი "ჟილინას" სტადიონით სარგებლობდა, საკუთარ არენაზე თამაშის უფლება კი "ტორპედოსთან" დაპირისპირებამდე მოიპოვა. მეტოქე ახალგაზრდული და ინტერნაციონალური გუნდია. "ტრენჩინს" 12 ლეგიონერი ჰყავს. მათ შორისაა ქართველი გიორგი ბერიძე, რომელსაც იჯარა ახლახან გაუხანგრძლივეს.

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

ქუთაისის ტორპედო
მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;
მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;
ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;
თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ოჰ შენ ადგენ სტანდარტს კარგი ქართველების?!!

აბა ეს ტარტაროზი ქართველების მოძულეეები..კარგი რა თუ ძმა ხარ..არაპროფესიონალიზმი რომ ქართული გუნდების აქილევსია, ეს ახალი შენთვის?!! როგორ შეიძლება თუნდაც 16 საათი გზაში იყო?!! ეს დაგეგმარების პრობლების დამახასიათბელი ნიშანია!!
მე მიყვარს ქართული სპორტი ნეტა ყველას მასე აღელვებდეს, თუნდაც სპორტის მესვეურებს!!! და მანდედან მერწმუნე ბევრს ვიცნობ!!
ყური მიგდე -s
29 ივნისი 2017 17:20
0
რა ამბავია 16 საათი სად მიფრინავდნენ ნეტა?
krazana
29 ივნისი 2017 16:07
0
აბსულუტურად არ მესმის სხვადასხვა გუნდების (დინამო, ტორპედო, სამტრედია ... ) გულშემატკივრებად დაყოფა, როცა კლუბები ევროსარბიელზე გამოდიან საქართველოს სახელით.
მიშა
29 ივნისი 2017 14:36
0
dinamos baleshikebi nu postavt aq torpedos carUMateblobazr,gasagebia?
tqven savachro gunds mixedet cadit,dezertirebis optavio bazrad rom gadaaqcia PLagmanee tqvenma FIFOM :D
giga
29 ივნისი 2017 13:48
0
აი რა მომწერა ერთმა სლოვაკმა დგეს
Vcera govorili sto fani v kutaisach poslednij ras brosali metalovije stangi na igrakov
barbare
29 ივნისი 2017 13:37
0
სად კინო და სად რეალობა რეალობაა მთავარი.
quTaiseli
29 ივნისი 2017 13:32
0
აქ რომ ჩამოვლენ ჩვენც ადეკვატური მასპინძლობით დავხვდეთ,ზოგჯერ ზედმეტ ყურადღებს ვიჩენთ იმათ მიმართ ვინც ნამდვილად არ იმსახურებს, და საერთოდ სტუმართ მასპინძლობაშიც ზომიერება სჯობს
ალეკსანდრე
29 ივნისი 2017 13:27
0
ოოო! სლოვაკების სტუმართმოყვარეობა იმდროინდელ რაჭველებს ჰკითხეთ (არიან ჯერ კიდევ და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ), რომ "მეგობრობდნენ" მათთან! კინოფილმი კი გადავიღეთ მშვენიერი, მაგრამ რეალურად... რა მოგახსენოთ!
jiji
29 ივნისი 2017 13:04
0
რა hm?
წერა კითხვა არ იცი? თუ მიანცდამაინც ქართველებს უნდა აგინო? ან სპორტთან რამე შეხება გქონია? ეს ყველაფერი არის მასპინძლების გასაკეთებელი, რაზედაც უეფა წარმომადგენელმაც შენიშვნები მისცა სლოვაკურ მხარეს...
როგორ დავიღალე ასეთი უვარგისი ქართველებით!
ყური მიგდე
29 ივნისი 2017 12:53
0
არარის საჭირო გადამთიელების გაპრავება ჩემი აზრით როარ ქონოდა ჩხეტიანს ამის თქმის საფუძველი არც იტყოდა იმას რაც თქვა.ზოგადადაც სლოვაკები დიდი სტუმარმასპინძლობით არც არასდროს გამოირჩეოდენ.
quTaiseli
29 ივნისი 2017 12:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული