გაურკვეველი მიზეზების გამო, მატჩისწინა პრესკონფერენცია სლოვაკეთში არ ჩატარებულა. ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს სლოვაკეთში დავუკავშირდით და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
"მეტოქე შევისწავლეთ. ეს კარგი ლეგიონერებით დაკომპლექტებული ევროპის საშუალო დონის გუნდია. "ტრენჩინში" ჰოლანდიელი და ნიგერიელი ფეხბურთელები თამაშობენ. იცით, რომ ქართველი გიორგი ბერიძეც მათ ღირსებას იცავს.
ჩვენი მეტოქე შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, უყვარს პრესინგი და მთელი ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა.
ჩვენი ყველა
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 16-საათიანი მგზავრობა ჩვენს ფეხბურთელებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ყველა აქ მყოფი ფეხბურთელი ამ მატჩისთვის მზადაა. სხვა შემთხვევაში, მოედანზე ვერ გამოვლენ. ჩვენ აქ საქართველოს სახელს ვიცავთ და უფლება არ გვაქვს, რამე დავაკლოთ.
ერთი რამ კია: სლოვაკები ცუდად გაგვიმასპინძლდნენ. ამხელა გზიდან ჩამოსულებს არც ავტობუსი დაგვახვედრეს, არც სასტუმროს მხრივ შეგვიწყვეს ხელი. უეფას წარმომადგენლებისგან ამის გამო საყვედურიც მიიღეს", - გვითხრა ჩხეტიანმა.