"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად სლოვაკეთში, ადგილობრივ "ტრენჩინთან" მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ "ტორპედო" ანგარიშით 1:2 მარცხდება.

სტადიონ "ნა სიჰოტიზე" ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. მე–10 წუთზე გრიგოლ დოლიძის მოწოდებული საჯარიმოს შემდეგ გიორგი გურულმა გაიტანა.

სამწუხაროდ, კახა ჩხეტიანის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო და შესვენებამდე "ტრენჩინმა" ორჯერ გაიტანა როინ კვასხვაძის კარში. 36–ე და მე–40 წუთებზე დუბლი ანტონიო მანცემ მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში პირველივე წუთებიდა თამაშობს გიორგი ბერიძე.

ქუთაისის "ტორპედომ" ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რ.კვასხვაძე (კაპ.), ხურცილავა, ჭიჭინაძე,
გურული, ქიმაძე, მამასახლისი, გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში, დოლიძე, კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, ადამაძე, ბაბუნაშვილი, კვირკვია, ხურციძე, კუჭუხიძე.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული