"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივნისს ქუთაისის "ტორპედომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად სლოვაკეთში, ადგილობრივ "ტრენჩინთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

არადა, სტადიონ "ნა სიჰოტიზე" ყველაფერი ქუთაისელებისთვის სასიკეთოდ დაიწყო - მე–10 წუთზე გრიგოლ დოლიძის მოწოდებული საჯარიმოს შემდეგ გიორგი გურულმა თავით ანგარიშით გახსნა.

სამწუხაროდ, კახა ჩხეტიანის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო - "ტრენჩინმა" შესვენებამდე ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი ანგარიშში წინაც გავიდა. დუბლი ანტონიო მანცემ (36–ე და მე–40 წუთებზე) მიითვალა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს როინ კვასხვაძის კარში. 75-ე წუთზე თავი ჰამზა
ჩატაკოვიჩმა გამოიჩია, 81-ზე - იაკუბ პაურმა, საბოლოო ანგარიში კი "ტრენჩინის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ 87-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ქუთაისში 6 ივლისს გაიმართება.

ქუთაისის "ტორპედო": რ.კვასხვაძე (კაპ.), ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (46, ბაბუნაშვილი), გიგაური, კუხიანიძე (82, ხურციძე), ტუღუში (67, კვირკვია), დოლიძე, კაპანაძე.

 

მკითხველის კომენტარები / 28 /
10 წელი არაფერი გვეშველება..10 წლის შემდეგ უკვე ცალ ფეხზე გვეკიდება გვეშველება თუ არა...
დათო
30 ივნისი 2017 08:05
0
მწვავე კომენტარი დავდე და არ მიქვეყნებთ და გამოაქვეყნეთ მაშინ კომენტარები თუ როგორ უნდა მოეგო ტორპედოს სამით ნოლი, აბოლეთ ერთმანეთი და ასე წაადგებით ქართულ ფეხბურთს... წლები გადის ხალხო წლები, თაობები იცვლება ერთი და იგივეს ტკეპნით.
levani
30 ივნისი 2017 08:02
0
ფეხბურთის ფედერაციასთან რა გვინდა, აქაც გამოჩნდნენ ვაიშემფასებლები.პირველ ტაიმში 0-3 უნდა ყოფილიყოო! გულის სიღრმეში მოსწონთ კიდეც ეს გუნდი.
სამაგიეროდ დინამოსთან გაყოყოჩდებიან ფეხბურთელებგულშემატკივარიანად
დავით 67
30 ივნისი 2017 06:36
0
ტორპედო გატანილი გოლის შემდეგ დროის გაყვანაზე თამაშობდა! თითქოს თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და აღარც დარბოდნენ. პირველი გოლი ტორპედოს კარში ამიტომ გავიდა. მოდუნებული ტორპედოს მცველის უპატიებელი შეცდომა და ტრენჩინს ახალი სუნთქვა გაეხსნა, ენერგია შეემატა, საკუთარი თავის ირწმუნეს და 5 გოლიც მიართვეს ტორპედოს. ტორპედოში ბევრი ფეხბურთელი იყო არაპროფესიონალლიზმის მაგალითი. ისინი ვინც მართლა იბრძოდნენ ტორპედოს რიგებში უმცირესობაში აღმოჩნდენენ. დაბნეული საქციელი, არაზუსტი პასები საკუთარ ნახევარზე. ტრენჩინის ნაირ უსუსურ გუნდთან რომ 5 გოლს გაუშშვებ ეს არის სირცხვილი! 4 წელი ელოდა ტორპედოს გულშემატკივარი ამ თამაშს და ამ საზიზღრობას ნამდვილად არ იმსახურებდა. გუნდს პატრონი არ ყავს.
ლუკა
30 ივნისი 2017 05:40
0
ფორმატი რომ შეცვალეს ჩემპიონატის, იძახდნენ ფორმაში შეხვდებიან ევრო ტურნირებსო და ესაა ფორმის პიკი?
papa
30 ივნისი 2017 02:23
0
რა უნდა კვასხვაძეს ნაკრებში აზრზე არა ვარ. სასწრაფოდ მახარაძეა ნაკრებში მოსაყვანი, რას აკეთებს ფედერაცია
vaso
30 ივნისი 2017 01:41
0
ჩხეტიანმა ესე თქვა მარტო ქუთაისი კი არა ქვეყანა უნდა ვასახელოთო.საერთოდ რო მოხიოს ქვეყნიდან არ უნდა??
333
30 ივნისი 2017 00:23
0
ყველამ წააგო კარგია{ფულს მაინც მოვიგებ}
მაზი
29 ივნისი 2017 23:06
0
მართალია ტორპედოელების თამაში, რბილად რომ ვთქვათ არადამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ამ არაფრის შემძლე "ტრენჩინთან" 5:0-იც რომ წაგვეგო, შანსი მაინც გვაქვს. ბიჭებო მაქსიმალური მობილიზება და ოთხი გოლის გატანა სულაც არარის ფანტაზიის სფერო, ვეთანხმები ერთერთ კომენტარს პირველი ტაიმი 3:0 უნდა ყოფილოყო ტორპედოს სასარგებლოდ. მჯერა ამ შანს ტორპედო ამ სალახანებთან ქუთაისში არ გაუშვებს.
gizog
29 ივნისი 2017 22:57
0
ვაი საცოდავი ქართული ფეხბურთი. ნაკრები მოლდოვასაც ვეღარ უგებს და კლუბები პირველივე ეტაპიდან ვარდებიან. მეტი ქვევით სადღა უნდა დავეშვათ??? (თან უკვე მერამდენე წელია ასე ხდება)
j57k
29 ივნისი 2017 22:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული