კონსტანტინ ფროლოვი: ეს არაა ტრაგედია - ვეცდებით, პოლონეთში მოვიგოთ...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა "იაგელონიასთან" წაგების (0:1) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"სამწუხაროდ, საშინაო მატჩი დავთმეთ და არ გამოგვივიდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენ კარში სწრაფი გოლი მივიღეთ და ამის შემდეგ უფრო მოვუკლეთ. ამ მარცხით ტრაგედიას შექმნა საჭირო არაა – წავაგეთ, მაგრამ ვეცდებით, გასვლაზე მოვიგოთ.

მართალია, ანგარიში 0:1 გვიმცირებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს, მაგრამ პოტენციალი გაგვაჩნია და შეგვიძლია, სათანადოდ მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის", - თქვა ფროლოვმა.

- ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან"
პირველ მატჩში დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯიგარია ტიპი))))))))))))))))))))
tarzana
30 ივნისი 2017 16:49
0
ფროლოვი უნდა წავიდეეეეეს. მართლა გვეკაიფება მგონი. გუნდს რომელსაც 4 თუ 5 თამაშია გოლი არ გაუტანია მოგებას გვპირდება და თან სად? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
roma
30 ივნისი 2017 10:55
0
კარში საერთოდ თუ დაარტყა ბათუმმა იმას რატო არ ამბობს
m.m
30 ივნისი 2017 09:51
0
ეს თაღლითი რტენერები რომ არ ჩამოგეყვანათ აქ ვერ ნახეთ უფრო მეტად თაღლითი თუ ასეთი გინდოდათ? ეს ნახეთ რა ამის თვალებში ნაცრის შეყრაღა გვაკლდა.
Dragonfly
30 ივნისი 2017 08:58
0
ეს საიდან მოვიდა მე მგონი მარსიდან კაიფობს
cuxi
30 ივნისი 2017 08:09
0
ამაზე ჭკვიანურად სერგია ლაპარაკობდა და ი საცოდავი მაინც ქე ამოკეტეს გიჟებში.
qutaisi
30 ივნისი 2017 06:05
0
მე მგონი გვეკაიფება,ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩვენ წაგებებზე აღარც ვნერვიულობ,იმდენად მივეჩვიე.უცნაური ის არის რომ ყველაზე ნაკლები იმედი ვიზეც მქონდა (ჩიხურა)შედარებით იმან ითამაშა უკეთ
mamuka
30 ივნისი 2017 00:02
0
თუ ამას ჯერა რასაც ამბობს--მაშინ ფეხბურთის აზრზე არაა და თუ არ ჯერა და ჩვენ გვაბოლებს ვაი ჩვენს პატრონს,ამისთანების ხელფასებში რომ იხარჯება,ფეხბურთის განვითარების სახელით ,დამშეული ხალხის (ბიუჯეტის) ფული.
mamulo
29 ივნისი 2017 22:59
0

სიახლეები პოპულარული