კონსტანტინ ფროლოვი: ეს არაა ტრაგედია - ვეცდებით, პოლონეთში მოვიგოთ...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა "იაგელონიასთან" წაგების (0:1) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"სამწუხაროდ, საშინაო მატჩი დავთმეთ და არ გამოგვივიდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენ კარში სწრაფი გოლი მივიღეთ და ამის შემდეგ უფრო მოვუკლეთ. ამ მარცხით ტრაგედიას შექმნა საჭირო არაა – წავაგეთ, მაგრამ ვეცდებით, გასვლაზე მოვიგოთ.

მართალია, ანგარიში 0:1 გვიმცირებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს, მაგრამ პოტენციალი გაგვაჩნია და შეგვიძლია, სათანადოდ მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის", - თქვა ფროლოვმა.

- ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან"
პირველ მატჩში დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯიგარია ტიპი))))))))))))))))))))
tarzana
16:49 30-06-2017
0
ფროლოვი უნდა წავიდეეეეეს. მართლა გვეკაიფება მგონი. გუნდს რომელსაც 4 თუ 5 თამაშია გოლი არ გაუტანია მოგებას გვპირდება და თან სად? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
roma
10:55 30-06-2017
0

სიახლეები პოპულარული