ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
ლევან--ჩემი აზრით უნდა გდამდგარიყავით თამაშების მორჩენისთანავე,
შედეგი არის ნული და ჯობს რო წახვიდე,
Rezo
30 ივნისი 2017 11:36
0
ნეპოტიზმი და კლანური მართვა ამან და მუმუმ - 2 კლას განათლებულებმა რომ დაამკვიდრეს , არცერთი პრეზიდენტის დროს არ ყოფილა - გამოარკვიეთ ერთი , ვის და აძლევენ ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონტრაქტებს - საერტოდ აზრზე რომ არ არიან კონტრაქტორები იმ საქმის და რა ხარისხსაც დადებენ , ძალიან მალე დაინახავთ
ანზორი
30 ივნისი 2017 11:36
0
რამდენი უნდა იშივოთ რომ ქართულ ფეხბურთს თავი დაანებოთ? ნამდვილი ბიძიების გუნდები გვყავს და ვისაჩ რამე შეუძლია და თამაშის სანაცვლოდ იმასაც თანხას თხოვთ იმიტომ გარბიან ეს ბავშვები საქართველოდან და თამაშობენ ისეთ გუნდში სადაც თამაში არ უწევთ და ფუჭდებიან ფულის კეთებას შეეშვით და საქმე აკეთეთ მერე ყველაფერი დალაგდება და შედეგიც მოვა.
roma
30 ივნისი 2017 11:29
0
ამ შემტხვეასი ვეტანხმები ლევანს ფორმატი არაფერ შუაშიაუფრო მენეჯმენტშია პრობლემა ,და სხვა რამეში რომელზეც სხვ დროს დავწერმიტომ რომ ბევრისთვის საწყენი თემები იქნება წამოსაწევი.იგივე ლევანისათვის
სანდრო
30 ივნისი 2017 11:28
0
jigaria kobi kvelanairad xels uckobs amat mara or pass ro ver aketeben eg kobis brali arari legionerebs kobi ver chamogikvant da tamashi chven ar vicit tkuilad nu abralebt am kacs karshi ertxel ro ver vurtkamt martla tavi davxarot da vtkvat rom ar vicit :)!
!!!!
30 ივნისი 2017 11:28
0
შენც უნდა მიიღო სამართლიანი კრიტიკა,რადგან მკვდარი Fეხბურთის ფედერაციის მკვდარი პრეზიდენტი ხარ.ყოფილი ფეხბურთელების კლანმა რომ ჩაიგდეთ ფედერაცია ხელში,მის მერე მოკვდა ქართული ფეხბურთი.არ ყოფილან ჟორდანია და ახალკაცი დიდი ფეხბურთელები ,მაგრამ დიდი მწვრთნელები იყვნენ.თქვენ კი რამდენი წელი უნდა გაცალოთ,რომ პასიხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე?თუ სულ პრეზიდენტობა და პარლამენტარობა გინდა.
mamulo
30 ივნისი 2017 11:25
0
ნეტა თუ არ გრცხვენია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბოლო საფეხურზე დავეშვით. ასეტი უსუსურები არასდროს არ ვყოფილვართ. რა გააკეთე რაც მოხვედი? მთლად დააქციე ისედაც დაქცეული ფეხბურთი. ან ნაკრები რა დღეშია, ან ჩემპიონატი. ვინა ხარ ბიძია, მასე უდგებვიან გერმანიაში საქმეს? იმედი გვქონდა და შენ შეყარე საძმაკაცო, საქმის მაკეთებელი და მცოდნე ხალხი დაასამარე, ნაკრებში ნეპოტიზმი, უუნაროების დოღი გაქვთ. კაი მოთამაშეებს არ იწვევთ. როზგით ხართ გამოსაყრელი მანდედან. ამოუვა ამ ხალხსაც ყელში, ამდენი გინების არ გრცხვენია? ეს Gურნალისტები წილში გყავთ რო არ იღებენ ხმას? რა გახდა ერთი გადაცემის გაკეთება, სადაც დაისმება მწვავე კითხვები. კრიტიკას ტქვენ გაურბიხართ სწორედ. დაჯექით ვაისთან ერთად და გტაეცით ხალხს პასუხი, მარა მაგის კაცობა ვინ მოგცათ თქვენ. რა სახელი მოგიძებნოთ არც კი ვიცი. ზნეობრივად დაცემული და ფარჩაკები ხართ
vaso
30 ივნისი 2017 11:22
0
ლევან ,ისე ხომ არ აჯობებდა რომ ზოგჯერ სხვისი აზრებიც მოისმინო?
შენს საპარლამენტო ან ფედერაციის მეილებს დახედო,რომ გაიგო რას გწერს ხალხი?
დეპუტატად და ფედერაციის უფროსად შენი დანიშვნა არ ნიშნავს რომ ყოვლისმცოდნე ხარ აპრიორი.
მოგწერეთ რამდენიმე ადამიანმა და არ წაიკითხე ან არ შეისმინე, თუმცა გირჩევდით რომ შემოღებული იყოს კლუბებისათვის (სანამ სახელმწიფო დაფინანსებას ღებულობენ)ჯარიმები კონტრაქტების ვადამდე გაწყვეტისათვის,თორემ იგიევ 6 თვიანი კლუბები იქმნება სახელმწიფო ხარჯზე მეთქი,მაგრამ შენ როგორც გჩვევია არასოდეს ისმენ რჩევებს. ახლა კი რა გამოდის? ნახე როგორი კადრების დენადობა და გადანაცვლებაა ბათუმში,დინამო თბილისში 5 გაუშვბეს, სამტრედიაში 4 კაცი გაუშვეს, რატომ არ აგებს პასუხს მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ცუდ სელექციაზე?რატომ ყრიან ქუჩაში ხალხს? ან თუკი აიყვანე მაშინ კეთილი ინებე და მოუნახე გამოყენება. უშვებენ ვადაზე ადრე და კომპენსაციას უხდიან 3 თვისა, მიდის სახელმწიფო ფულების ფლანგვა.
ამიტომაც უნდა იყოს ჯარიმა, თუკი ფეხბურთელი არ ანებებს თავს ფეხბურთს ან მისი ჯანმრთელობა არ იძლევა საშუალებას კლუბში ყოფნისა,ამ შემთხვევების გარდა კონტრაქტების ვადამდე დარღვევის გამო კლუბი უნდა დაჯარიმდეს ყოველ ფეხბურთელზე 50 000 ლარით და ამდენივე თანხით შეუმცირდეს შემდეგ წელს სახელმწიფო დაფინანსება.

იქნებ ახლა აქედან მაინც მოისმინო და დააწესო ასეთი სანქციები?
Guadua
30 ივნისი 2017 11:18
0
გაიღვიძე კობიაშვილი!დეპოსაც გავცდით და ხრამშია ქართული ფეხბურთი გადაჩეხილი,ხრამში.შენ კი ხარ თბილად პარლამენტში და "კანონებს იღებ".რა იცი შენ პოლიტიკა და კანონები?რაც გვეგონა რომ იცოდი და რისთვისაც აგირჩიეთ,იმას მიხედე!ნამუსი მთლად დაკარგე?ფული ჩადევი ბავშვთა ფეხბურთსა და ფეხბურთის იმფრასტრუქტურაში.ამ ვითომ ფეხბურთელების დაფინანსებაში ნუ ფლანგავ,დამშეული ხალხის ფულს.
mamulo
30 ივნისი 2017 11:17
0
მოგვხედე კობი, 3 მიკროში დენი არა გვაქვს
gldani
30 ივნისი 2017 11:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული