ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
წლები არა საუკუნეები ჭირდება
human
30 ივნისი 2017 14:06
0
თქვენმა რომელმა პროექტმა გაამართლა? ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?
ვახტანგი
30 ივნისი 2017 14:00
0
ფეხბურთი არასდროს იქნება საქართველოში
giorgi
30 ივნისი 2017 13:59
0
ყველაფერი რომ დასრულდება ანალიზი მერე გავაკეთოთო...დასრულებულია უკვე ლევან დასრულებულია.ბათუმის დინამოს თამაშს ვუყურე.ქუჩის ფეხბურთსაც ვერ თამაშობდნენ.სირცხვილია ბათუმში ამდენი წელი სტადიონი არ იყოს.სამაგიეროდ ასი კაზინოა.მეტი ვიდრე მონტე-კარლოში.ლას-ვეგასია რა.
jumber
30 ივნისი 2017 13:58
0
რა ეშველება და ვინ უშველის ქართულ ფეხბურთს არ ვიცით,მაგრამ ვიცით რომ დედა აქვს "მოკლული" და საშველიც არსადაა....
nikola
30 ივნისი 2017 13:48
0
ფულის კეთებას გაანაბე თავი და მიხედე ლევანიკო ბავშვთა ფეხბურთს. მკვდრებს რომ აჭმევთ ეგრეა ამ თაობის! კიდო ლევანიკო ბავშვთა მოედნები გააკეთეთ ბევრი და უფასო იყოს! კიდო ლევანიკო ბიზნესმა დააფინანსოს დიდი ფეხბურთი, მაგრამ ამას ქვეყანაში ბიზნესი სჭირდება! მარტო თქვენ გაქვთ ფული და 80% ღატაკია მოსახლეობის და აბა რა ბიზნესი იქნება!!!
შოთა
30 ივნისი 2017 13:37
0
რას ბოდავს რა ფორმატი უშველის ამ უნიჭოებს, ეს ყველაფერი ფულის გასათეთრებლადაა მოგონილი, ადრე წარმატებებს იმიტომ ვაღწევდით რომ დინამო ძლიერ ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას და სისტემატურად უწევდა საბჭოეთის ძლიერ გუნდებთან თამაში თორემ ასეთ დაფეხვილ პირველობაზე რომ მიეღო მონაწილეობა როგორიც ჩვენია ისეც პირველივე ტურიდან გამოვარდებოდა
zmo
30 ივნისი 2017 13:32
0
მოიცადეთ ცოტაც და აი ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპიდან რო მოგვიწევს თამაში DDDDDDDDDDDDDDDDDDD
giga
30 ივნისი 2017 13:30
0
ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფომ ფეხბურთს მთლიანად შეუწყვიტოს დაფინანსება!!! ამ შემთხვევაში ფულზე დაგეშილი არაკაცები ჩამოსცილდებიან საქმეს და ფეხბურთში მხოლოდ პატიოსანი ხალხი დარჩება..
gio
30 ივნისი 2017 13:28
0
გატყუებენ ხალხო, თვითონ მშვენივრად იციან რო საქართველოში ფეხბურთი არ იქნება, იციან რომ ფეხბურთის რესურსი არ არსებობს, არც მატერუალური და არც ადამიანური. ანუ არც ფულია საკმარისი და არც გულშემატკივრობის ოდენობა. არც არსებობს შანსი რო ამ კომპონენტებით ვინმეს დავეწიოთ. იციან რომ ამის გარეშე ნულია შანსი, მაგრამ ეს რო აღიარონ დაფინანსებას როგორ მიიღებენ და ფულებს როგორ გააკეთებენ. ასე რო რაც მალე მივხვდებით რო შანსი არაა და დავანებებინებთ დაფინანსებას თავს მით უკეთესი
რა ფეხბურთი რის ფეხბურთი
30 ივნისი 2017 13:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული