მეტალურგიულმა ქარხანამ "რუსთავს" "ფოლადის" სტადიონზე ვარჯიში აუკრძალა

AutoSharing Option
მეტალურგიულმა ქარხანამ საფეხბურთო კლუბ "რუსთავის რუსთავს" მის მფლობელობაში არსებული "ფოლადის" სტადიონზე ვარჯიში აუკრძალა.

ოფიციალური წერილი მეტალურგიული ქარხნიდან კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ჩაიბარა.

როგორც ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, ფეხბურთელები "ფოლადის" სტადიონით სარგებლობას 10 ივლისიდან ვეღარ შეძლებენ.

"საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. მას შემდეგ შპს "რუსთავის რუსთავი" აგრძელებს სტადიონით სარგებლობას. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არაერთხელ შემოგთავაზეთ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ გვიფორმებთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენს წარმომადგენლებს 10 ივლისიდან სტადიონზე აღარ დავუშვებთ", - ნათქვამია მეტალურგიული
ქარხნის ოფიციალურ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში ოფიციალურად გავრცელდა განცხადება, რომ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ რუსთავის თვითმმართველობას სტადიონის საიჯარო თანხა 5 500 ლარიდან 22 500 ლარამდე გაუზარდა.

იჯარის მომატებასთან ერთად კი ქალაქის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა სტადიონის შეძენის თაობაზე. ქალაქის მერი დავით ჯიქია აცხადებდა, რომ რუსთავის "ფოლადის" სტადიონის ქალაქის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაწყებული იყო.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამათ რა ბებიამისმა აჩუქა სტადიონი?
მურთაზი
15:29 01-07-2017
0
ცირკია რა
Irakli apkhaidze
23:21 30-06-2017
0

სიახლეები პოპულარული