მესამე და სამართალი? ფოთის "ფაზისის" მშენებლობაზე მორიგი ტენდერი ჩატარდა

AutoSharing Option
...2013 წელი. საქართველოს სუპერთასის შეხვედრისთვის ფოთის "ფაზისს" უნდა ემასპინძლა. იყო დაპირება, რომ ფოთს ევროპული სტილის საფეხბურთო სტადიონი ექნებოდა, რისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯებოდა. მშენებლობის დასრულება "კოლხეთის" 100 წლის იუბილესთვის (2013 წლის 14 ნოემბერი) იგეგმებოდა. სტადიონზე მოედანი ახალი დაგებული იყო და იმედოვნებდნენ, რომ ტრიბუნებს მალე ამოიყვანდნენ, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება კი რა პრობლემა უნდა ყოფილიყო?!.

სტადიონის სარემონტო სამუშაობის წარმოებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ნიუ ქონსთრაქშენთან" 2013 წლის ოქტომბერში გააფორმა. სამუშაოები იმავე წელს, 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. კომპანია ვალდებულებას იღებდა,
რომ 3 თვეში დემონტაჟს შეძლებდა (სტადიონის ღობის, დასავლეთ ტრიბუნისა და განათებების დემონტაჟი) და ინფრასტრუქტურას მოაწყობდა - ააშენებდა ახალ ტრიბუნას, დაამონტაჟებდა სკამებს, განათების ახალ სისტემას, სტადიონს შემოღობავდა და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობასაც დაასრულებდა.

ამ სამუშაოების ღირებულება 2,3 მილიონ ლარად შეფასდა. ხსენებულმა კომპანიამ ავანსად თანხის პირველი ნაწილი მიიღო, თუმცა აღნიშნულ ვადაში ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ვადა რამდენჯერმე გადაუწია. საბოლოოდ, 2014 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გაწყდა.

თითქმის ერთი წელი სამუშაოები შეჩერებული იყო და მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში განახლდა, ახალი ტენდერის გამარჯვებული კი კომპანია "ხიდი" გახდა. მან ავანსად 500 ათასი ლარი მიიღო და სამუშაოები 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულების პირდაპირი გაწყვეტისგან თავი შეიკავა და ვადები მას რამდენჯერმე გადაუწია, თუმცა... 2015 წლის აგვისტოს ბოლოს განშორება კვლავ გარდაუვალი გახდა...

ორი ტენდერის და ორი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის მიუხედავად, სამუშაობის დაწყებიდან 4 წელიწადში ფოთის "ფაზისი" შემოუღობავია და საფეხბურთო მოედანი გავერანდა, ხოლო დანგრეული ტრიბუნების ნაცვლად ჯერ მხოლოდ ბეტონის კედლებია ამოყვანილი.

ცნობილია, რომ ფოთის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ და პირობის დამრღვევ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. კომპანია ხელისუფლებას ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და ვადაზე ადრე გაწყვეტაში ადანაშაულებს. მერია კი ფირმას ავანსის სახით მიცემული თანხის დაბრუნებას სთხოვს.

მაგრამ გაუგებარია, სად გაქრა ასობით ათასი ლარი. ფაქტი ისაა, რომ უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, საქმე კი არ გაკეთდა, საფეხბურთო სამყარო და ფოთის "კოლხეთი" მოტყუებულები დარჩნენ და არარსებული ინფრასტრუქტურის გამო, თამაშების გამართვა ლანჩხუთის, ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე უწევს.

ჩვენი კი, მტყუან-მართლის გარკვევაზე მეტად, "ქართული ფეხბურთის აკვანში" ახალი სტადიონის აშენებას ველოდებით.

ამასობაში, ფოთის "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გულშემატკივრებისთვის უცნობი ფაქტი გააჟღერა - თურმე სტადიონის მშენებლობაზე მესამე ტენდერი ჩატარდა.

"ახლახან მესამე ტენდერი ჩატარდა, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. არადა, ჩემი ინფორმაციით, სერიოზულმა კომპანიამ გაიმარჯვა და აპირებს, დასავლეთ ტრიბუნის დასრულებას, გასახდელების, საშხაპეების, პრეს და ვიპ-ლოჟების მოწყობას. როგორც ვიცი, გამარჯვებული კომპანიის ვინაობა რამდენიმე დღეში გამოცხადდება", - ამბობს ბარქაია.

ვნახოთ. მესამე (ტენდერი) და სამართალი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემი კომენტარი რატომ არ გაუშვით, რა წესია ეს . რაღაც აზრი გამოვთქვი , იქნებ სასარგებლო იყოს-მეთქი ფედერაციისათვის ვიფიქრე და თქვენ ბლოკავთ. არ მესმის თქვენი მოქმედება
ფაფუ
06 ოქტომბერი 2017 14:21
0
ახლა არცჰევნები მოდის და დაიწყეს ყველა გასაჰვებია კოლხეტის ხემდზგვანელობიდან ამდენი ხანი ერტი სპონსორი ვერ მოდზებნეს ზიან და იტვლიან როდის გამოუგზავნის ფედერაცია ფულს .რისი მაქნისები არიან სულ ტირიან არ სჰეგიდზლია წადი
iura
02 ივლისი 2017 14:31
0
რიგითმა მოქალაქემ იცის რას ნიშნავს სიტყვა "ატკატები" და ვისთან მიდის "ატკატები", როგორ ფიქრობთ? სად წავიდაო ფული, ძალიან სასაცილოა. მერე აქეთ მოგდებენ შარს დაამტკიცეო. მკიცებულებაა არაა დაუმთავრებელი სტადიონი და გამქრალი ფული?
მარიამი
02 ივლისი 2017 11:58
0
ნუთუ საქართველოში არ არსებობს ადამიანები, რომლებიც ფულზე წინ ფეხბურთის ინტერესებს დააყენებენ,რომელი ფული შეედრება იმ სიხარულს რასაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქვია (იმედია ოდესმე ჩვენც გვეღირსება ეს სიხარული). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც ყველამ გვაჯობა უკვე... ვიდრე ფეხბურთში ნეპოტიზმი იარსებებს არაფერი გვეშველება
gia
02 ივლისი 2017 11:58
0
ფოთის უნიათო და უვიცი ქალაქის ხელმღვანელობის ბრალია ფოთს სტადიონი რომ არ აქვს. ჯერ იყო და ეკუნა დიდი ხმაურით და დაპირებით მოვიდა. როგორც კი გაინაღდა დეპუტატობა ფოთელები გადააგდო.ფოთი მარტო ფულის საკეთებლად უნდათ. ეს მარტო ოცნებას არ ეხება. შევარდნაძის რეჟიმის დროს უფრო ყავდა ფოთს პატრონი.
ირაკლი
02 ივლისი 2017 00:50
0
ადმინს მინდა მივმართო. როდესაც მკითხველის კომენტარი არ შეიცავს საზოგადოებისათვის მიუღებელ გამონათქვამებს, გინებას დალანძღვას, არ უნდა დაიბლოკოს. ბევრი შესაძლოა სისულელეს წერს, ბევრი ჭორს, მაგრამ ეს მისი პირადი აზრია და რატომ ართმევთ უფლებას გამოამზეუროს? თუ ობიექტურები ხართ და კომენტარების ადრესატების ინტერესებს არ იცავთ, კეთილი ინებეთ და გამოაქვეყნეთ რასაც ხალხი წერს. მესმის, რომ ბევრის ნაწერის შინაარსსაც ვერ გაიგებ, მაგრამ სადაც გრამატიკული შეცდომები თითქმის ყველა სიტყვაშია კეთილი ინებეთ და მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეთ, როცა გაასწორებთ. მაგრამ ამას დრო უნდა გეზარებათ. თქვენს ადგილზე ლათინური შრიფტით აკრეფილ კომენტარებს დავბლოკავდი პირველ რიგში. ბოლოს და ბოლოს დღეს რთული არ არის ქართული დამწერლობის პოვნა ინტერნეტში.
murtalo
01 ივლისი 2017 22:19
0
ხომ არ დადგა იმის დრო რომ ზოგიერთი მეპატრონეების უფლებები გადაიხედოს
მურთაზი
01 ივლისი 2017 15:36
0
რატო დაბლოკეთ ჩემი წერილი მთელი ფოთი ამას ამბობს
guri
01 ივლისი 2017 14:54
0
რატომ არ გამოაქვეყნეთ ბოლომდე ჩემი კომენტარი? ხალხი მაინც მიხვდება რას ვგულისხმობ, სიმართლის მოშიშარი ადამიანებს მიყავთ ქართული ფეხბურთი უფსკრულში სადაც უკვე უფსკრულის ძირას ვართ. ქართულ ფეხბურთს სასაფლაოს უკეთებთ?
სიმართლე
01 ივლისი 2017 14:54
0
Rac afiristebia meriashi isetebs amarjvebineben axali afioraa
guri
01 ივლისი 2017 14:32
0

სიახლეები პოპულარული