"ტორპედო" "ტრენჩინთან" ქუთაისშიც განადგურდა

AutoSharing Option
დღეს, 6 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა "ტრენჩინთან" და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ოთხი გოლის გატანა სჭირდებოდათ, თანაც ისე, რომ თავის კარში არ უნდა მიეღოთ, შესაბამისად, მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თავიდანვე შემტევი შემადგენლობა დააყენა. "ტორპედომ" მატჩი ძალზედ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა, თუმცა მათ შედეგი არ მოუტანია.

მე-10 წუთზე ულამაზესი მოჭრილი დარტყმით სტუმართა კარის აღებას გრიგოლ დოლიძე ცდილობდა, მაგრამ მეკარემ, ადრიან ჩოვანმა აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა.
ჩოვანმა რამდენიმე წუთში კიდევ ერთი რთული ბურთი მოიგერია - ამჯერად გიორგი ქიმაძეს აუღო. ამას ტორპედოელთა რამდენიმე შორეული დარტყმა მოყვა, თუმცა... კვლავ უშედეგო.

ამდენ შეტევაში კი ქუთაისელებს "ტრენჩინის" კონტრშეტევა გამოეპარათ - 25-ე წუთზე აშრაფ ელ მაჰდიმ გაიტანა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმი კი უცნაურად დაიწყო - "ტორპედოს" მეკარემ და მცველებმა საჯარიმოში უხეში შეცდომა დაუშვეს, "ტრენჩინის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბერიძემ კი ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. აღსანიშნავია, რომ პატივისცემის ნიშნად, ქართველმა შემტევმა ქუთაისელთა კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.

რამდენიმე წუთში ჰილარი გონგმაც დაარტყა და სტუმართა უპირატესობა სამამდე გაზარდა. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში 8:1 "ტრენჩინის" სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
გაიტანეთ გრენლანდია! გ ა ი ტ ა ნ ე თ ჩ ხ ე ტ ი ა ნ ი!!!!
mamulo
07 ივლისი 2017 00:17
0
თორბედოს ახალ მეპატრონეს გუნდი კიდია, როგორც ჩანს და მარტო ფედერაციის ფულის ჩაჯიბვა უნდა თორემ ამდეხან ხმას მაინც ამოიღებდა(თუ ფულს არ დახარჯავდა) და ჩხეტიანის უტვინობას ბოლოს მოუღებდა ამ გუნდში.
mamulo
07 ივლისი 2017 00:15
0
ჩხეტიანო ეხლა რაღაც დააბრალებ შე უვიცო ამ წაგებას? ნოლი ხარ როგორც მწვრთვნელი,ახლა მაინც ხომ დარწმუნდი.მაინდამაინც 8 ბურთი უნდა გაეშვა ტორბედოს სამარცხვინოთ,რომ გაგეგო რომ უვარგისი ხარ? ეხლა მაიც აიღე პასუხისმგებლობა და წადი უგინებლად. გ ა დ ა დ ე ქ ი თუ ნ ა მ უ ს ი გ ა ქ ვ ს! ეადი! წ ა დ ი!
mamulo
07 ივლისი 2017 00:12
0
დააბრუნეთ ზესტაფონი თავის ადილზე ის მაინც არ არცხვენდა ქვეყანას, ბრიუგესთან თამაში მაინც გაიხსენეთ, გეგუჩაძე იმიტომ წავიდა ზესტაფონიდან 2011 ში რომ 4 საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა
zestafonooo
07 ივლისი 2017 00:05
0
გული არ გაიტეხოთ. ხომ იყო საგოლე მომენტები ,არ გავიდა, იღბალია საჭირო. თამაში შეგიძლიათ, ნიჭიც გაქვთ. ევროპა გადასულია ძალისმიერ ფეხბურთზე ,სანამ ჩვენ არ მოვღონიერდებით ფიზიკურად ევროპელებს ვერ მოვუგებთ.ჩვენი დროც მოვა
ოპტიმისტი
06 ივლისი 2017 23:27
0
აბა ვნახოთ პასუხისმგებლობა,რამ შეჭამა ვენახი
გივი
06 ივლისი 2017 23:10
0
ეხლა რას იტყვის ჩხეტიანი უფალის იმედი რომ ქონდა და არა ფეხბურთელების. უფალს ახსენებენ როცა სხვა გზა არ არის და თუ გინდა დარჩენა ფეხბურთში პროფესიონალი უნდა იყო და არა უფლის იმედად.
ებიჯო
06 ივლისი 2017 23:07
0
ნამდვილად სასიამოვნოთ გამაკვირვა გულშემატკივარმა. მთელი თამაში ქომაგობდნენ, შემდეგ "ტორპედოს" სკანდირებდნენ. საღოლ, ქუთაისლებო. ასეთ გულშემატკივარს ნორმალური გუნდიც უნდა ყავდეს. ეჰჰჰ. მომავალში ვუსურვოთ!
alexandre
06 ივლისი 2017 23:05
0
კონსტიტუციაში ჩაწერონ რომ ქუთაისი ტორპედოს ევროთასებზე თამაში აეკრძალოს
დათო
06 ივლისი 2017 23:02
0
აი გუნდი.... აგაშენათ ღმერთმა და ისე გაიხარეთ, როგორც ჩვენ გაგვახარეთ. მადლობა ყველას, განსაკუთრებით ქ. ქუთაისის მესვეურთ და რასაკვირველია ფეხბურთის ფედერაციას და მის პარლამენტარ პრეზიდენტს კობის. გაიხარეთ.
zuku
06 ივლისი 2017 23:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული