ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 90 /
siio-ს ისე კარგი იდეააა:))))
tazo
12 ივლისი 2017 11:27
0
არაპროფესიონალების ზეიმი.არაფელი ეშველაბა.სირცხვილი კი არა უბედურებააა
lado.
12 ივლისი 2017 11:21
0
ადრე,მგონი ასე იყო თუ გუნდი არ გამოცხადდებოდა თამაშზე წაგება ჩაეთვლებოდა 2:0.თუ ეხლაც ასეა გშველებია და ეგ არი.ახლი სერიოზულად.ასეთი უნიათო,უღიმღამო,უსირცხვილო,უნამუსო თამაში არ მინახავს,იმიტომ რომ მოწინააღმდეგე გუნდი არაფერ განსაკუთრებულს ვერ აკეთებდა.ეზოს გუნდი უფრო კარგათ, ჟილკიანათ,გულიანათ ითამაშებდა.მიკვირს ფაქტიურად "მკვდრების"დამატება რად სჭირდებოდა გუნდს!!!!!!!!!!!!!!!!!!
chabuka
12 ივლისი 2017 11:14
0
აქ არც მწვრთნელია არაფერ შუაში და არც ფედერაცია! ჯიგარი არ ააქვთ მოთამაშეებს ჯიგარი!!! ბრძოლა არ შეუძლიათ სირცხვილია აზერებთან უთავმოყვარეოდ დათმეს დაბოდიალობენ და ფორთხალებენ მოედანზე. საქართველოს ღირესბას იცავ ევროტურნირზე შე დალოცვილო და იბრძოლე მაინც ღირსეულად.
bibi
12 ივლისი 2017 11:13
0
ჯურნალისტების ტანადგომა და სიტამამე აკლია ქარტულ ფეხბურტს არ უნდა გავჰერდეტ გავაკრიტიკოტ პასუხი მოვტხოვოტ.ცეცაზეს რა ანაგვლებს კქრგი ხელფასს კი იგებს.მე ასეტ ფეხბურტელებს 500 ლარზე მეტს არ მივცემდი.
bajo
12 ივლისი 2017 11:10
0
1 იმიტომა ვართ ამ დგეში რომ,6თვიან და 1წლიან გუნდებს ვაკეთებთ.2ის რომ,უკეთეს გუნდში წასულები რო იქაც ვერთამაშობენ და 6თვეში ბრუნდებიან და ქართული კლუბებიც იმატებენ იქამდე სანამ,ახალ კლუბს არ ნახავენ,აზერბაიჯანი,უზბეკეთის,ალბანეთი,სომხეთი (და,ან) რომელიმე მე2რე ხარისხოვანი(საფეხბურთო თვალსაზრისით)ქვეყნებს და ასე დაუსრულებლად. ერთი გამოსავალი მესახება რომ ასეთი ფეხბურთელები აგარ უნდა მიიგონ უკან,2თვით! და ერთიც, 21-22წლამდე ფეხბურთელები არუნდა გაუშვათ ქვეყნიდან,მანამ სანამ აქ არ ითამაშებენ და დადებენ შედეგს! ეხლა წავიდა არაბული სადგაც დიმპიტაურ გუნდში და ვნახოთ 1წლის მერე სად იქნება! სირცხვილია..
jemali
12 ივლისი 2017 11:02
0
კობიაშვილო სანამ დროა მიხედე მწვრთნელთა მომზადების კურსებს,ისე არაფერი გამოვა.ხომ არ შეიძლება ადამიანთა ერთი და იგივე ჯგუფი მუდმივად ხელმძღვანელობდეს ამ სამსახურს.რა გაქანებაც აქვთ,მათ დაგვანახეს თავიანთი მწვრთნეკობის დროს პატარა ახალკაცის პრეზიდენტობის დროს.მას შემდეგ ათი წელი გავიდა,პრეზიდენტები შეიცვალა,ეს ბიჭები კი არხეინად განაგრძობენ უვიცი მწვრთნელების შტამპვას.
murtaz
12 ივლისი 2017 11:01
0
თბილისში დანიშნონ სომეხი მსაჯი და მერე ვნახოთ.
siio
12 ივლისი 2017 11:00
0
ეს არის გაფარჩაკება როგორ უნდა ამოიღონ ხმა ან მწვრტმელმა ან ბეხბურტელებმა. ასეტი სირცხვილი გუნდები ტამაშის დროს ბარსას და რეალის კარშიც კი ურტყავენ 2 სამჯელ მაინც ეს მკვდრები მოედანზე დახოხავენ. სირბილი მაინც ასწავლოს ვინმემ. ამატ ტუ ნამუსი აქვტ მეორე ტამაშზე ტბილისსი არ უნდა გავიდნენ.
giorgi
12 ივლისი 2017 10:58
0
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოში 20-წლამდელების ზევით უნდა აიკრძალოს ფეხბურთი, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე!
ჯონდო
12 ივლისი 2017 10:57
0

სიახლეები პოპულარული