ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 90 /
სამტრედიამ 50-იანი წლების ფეხბურთი ითამაშა,ყარაბახმა 60-იანების.მოგვიგებდნენ,აბა რას იზამდნენ...
tazo
12 ივლისი 2017 10:56
0
ჯურნალისტების ტანადგომა და სიტამამე აკლია ქარტულ ფეხბურტს არ უნდა გავჰერდეტ გავაკრიტიკოტ პასუხი მოვტხოვოტ.ცეცაზეს რა ანაგვლებს კქრგი ხელფასს კი იგებს.მე ასეტ ფეხბურტელებს 500 ლარზე მეტს არ მივცემდი.
bajo
12 ივლისი 2017 10:53
0
"საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის"!!!! ეს ვითომ რატომ და საიდან? ასე გვგონია, ასე გვინდა და ამიტომ?
"საქართველო გაბრწყინდებაო"-თქვა ერთმა საერთო ნაცნობმა ხალხის ტაშის გრიალში. ჩვენც გვჯერა. ასე გვირჩევნია და ამიტომ!!! ასეთები ვართ და ამიტომ!
3.141592
12 ივლისი 2017 10:53
0
ყარაბაღის ფეხბურტელის ხელფასი სამტრედიის გამგეობის ბიუჯეტის ტოლია აქედან გამომდინარე ვინმეს ქონდა ილუზია რო სამტრედია მოიგებდა.
guka
12 ივლისი 2017 10:52
0
ინტერნაციონალური ჩემპიონატის გარდა არაფერი გვიშველის. უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება მეზობელ ქვეყნებთან და ერთობლივი ჩემპიონატი უნდა ჩავატაროთ..
gio
12 ივლისი 2017 10:47
0
აქამდე დასვა ბევრმა გულშემატკივარმა კითხვა - რატომ უხდიან ქართულ კლუბებს ამდენ ფულს? უაღრესად სამარცხვინო სეზონი აქვთ ქართულ კლუბებს. ისინი მარტო შიდა ჩემპიონატით უნდა დაკმაყოფილდნენ. ევროტურნირებზე მათი ამბიციები სასაცილოა უკვე
MMM
12 ივლისი 2017 10:44
0
საერთოდ რა ვთქვა არ ვიცი,გული მწყდება ასეთ ქართულ ფეხბურთს რომ ვუყურებ... ვის უნდა დააბრალო? რას უნდა დააბრალო? ეს მართლა სირცხვილია...
grigori
12 ივლისი 2017 10:42
0
არ მესმის ჩემი გადახდილი გადასახებიდან ამ მუქთახორებს რატო უნდა უხადონ ხელფასი!!!!!!!!!!!!! დანაშაულია ჩვეულბრივიიიიიიიიი!!!!
ჯამლეტი
12 ივლისი 2017 10:39
0
რა კარგით რა! ზუსტად ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა,დავწერე კიდევაც გუშინ და დამიწყეს შენო არ არ დადიხარ ფეხბურთზეო და.... ამათ ჩემმა მტერმა უყურა, ცნობილი გამოთქმის არ იყოს ამაათ ყურებას სვარკის ყურება მირჩევნია. რაც შეეხება იმათ ვისაც გუშინ მრაის იმედები გქონდათ, ვფიქრობ რომ სერიოზული პრობლემები გაქვთ, საერთოდ მოწყვეტილი ხართ რეალობას, სამწუხაროდ
დინამო
12 ივლისი 2017 10:37
0
სამტრედიამ 60-იანი წლების ფეხბურთი ითამაშა, ყარაბახმა 70-იანი წლების,მოგვიგებდნენ აბა რას იზამდნენ...
tazo
12 ივლისი 2017 10:33
0

სიახლეები პოპულარული