ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა
წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"
ყარაბაღი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.
სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)
არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები
ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3
პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0
რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 90 /
ფეხბურტელებმა ფეხბურტს მიხედეტ,მინისტრობას და პარლამენტსი დჯდომას ტავი დაანებეტ,ტუ გინდატ საკმე გაკეტდეს,მაგრამ გორები ხარტ და ფულიტ ვერ დზგებიტ
gaza
15 ივლისი 2017 09:32
0
განმეორებით მატჩზე არც ერთი გულშემატკივარი არ უნდა მივიდეს პროტესტის ნიშნად, პროტესტი ქართულ ფეხბურთის ფედერაციას და არა კონკრეტულად სამტრედიას, ამოვიდა ყელში...
დავიღალე
12 ივლისი 2017 22:59
0
ვერ ვხდები და ვერც მივხეები და შეუზლებელია მიხედრა რატომ ვფირობთ რომ უნდა მოვიგოთ რატომ უნდა მოპიგოს ქართულმა კლუბმა ან ნაკრებმა ,ზოგი კომენტარში წერს მოვიგებთ ასე რომ წერენ ან ყველაფერიუ გააკეთეთ რომ მოიგოთ ტუ კარად ვითამაშებთ მოვიგებთ კითხვა მაქვს რატომ უნდა მოივიგოთ:რას აკეთებს ქართული ფეხბურთი იმისთვის რომ მოიგოს რომ იმსახურებდეს მოგებას ანდა ტუნდაც ფრეს
მიშა
12 ივლისი 2017 20:20
0
ძველი თაობის ფეხბურთელები დაძუნძულებდნენ და ტეხნიკა ვისაც ქონდა ფონს გადიოდა. დღეს ეგრე აღAრ არის ბიძია. ტემპი ნახეთ აბა როგორია დგეს და როგორი იყო მაშინ. რამდენ კილომეტრს დარბოდა ფეხბურთელი მაშინ და რამდენს დარბის ეხლა. ვინც მაღალ დონეზე თAმაშობს ჩათვალე სამუდამოდ იზიანებს ჯანმრთელობას იმდენ აღმდგენებს და ენერგეტიკებს ასმევენ. ასე რომ დღეს უფულოდ არავინ შეაკლავს თავს ამ სპორტს. მითხარით ერთი ქვეყანა მაინც სადაც უფულოდ განავითარეს და ააღორძინეს ფეხბურთი და გავჩუმდები
.
12 ივლისი 2017 20:02
0
რა ფული რის ფული ხალხნო, კალბასი და პური ენატრებოდა ძველ დინამოელებს და უამრავ ლეგენდარულ ფეხბურთელს, მაგრამ ეპოქა შექმნეს.არ დაიწყოთ ახლა სხვა დროა და რა ვქნათ. ღირსება არ აქვთ და ზნეობა არც ფედერაციას არც ფეხბურთელს. მეორე თამაშს ღირსეული კაცი არ ითამაშებდა
გიორგი
12 ივლისი 2017 19:35
0
ამ ხალხს სულ დაუბნელდა გონება ქოცებივით ყველაფერს ნაცებს აბრალებენ ... დაანებეთ წარსულით ცხოვრებას თავი და აწმყოს მიხედეთ . ნაცები კი არ არიან ქვეყნის სათავეში ,მოსთხოვეთ ყველაფერი მათ ვინც მართავს ქვეყანას, თორემ გადაგვჩეხეს ჯურღმულში ...
დათო-სიმართლე
12 ივლისი 2017 18:11
0
ჰააა,იკა,ატაფერი შეგეშალოს,მიშამ რომ სტადიონები დაანგრია და კორპუსებიჩადგა ,დაგავიწყდა?იქ გაზრდილი ბიჭები უნდა თამაშობდნენ ახლა,მწვრთნელებად კი სპორტის აკადემიაში გაზრდილი სპეციალისტები უნდა ჰყავდნენ,ისევ მიშამ ტერიტორიის გულისათვის რომ გაანადგურა და ფიზმომზადების სპეციალისტებიც იქ უნდა გაზრდილიყვნენ,ახლა სირბილიც კი რომ აღარ იციან ფეხბურთელებმა.
აუწონავია ნაცისტების დანაშაული ქართველი ერის წინაშე და მატ=თ დათესილ შხამს კიდევ კარგა ხანს ვერ გავანეიტრალებთ.ისე დანგრევა გაცილებით ადვილი და იაფია,აშენება კი ძნელი და ძვირი,ეს კარგად აითვისეს ნაცებმა და ანგრიეს განათლება,მეცნიერება,სპორტი,სოფლის მეურნეობა,მშენებლობის ხარისხის კონტროლი,ქალაქ დაგეგმარება,კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლი,გეოლოგიური სამსახური,ეკოლოგია,გააუქმეს 1200 სკოლა,უამრავი საბავშვო ბაღი,საზღვაო ძალები,სამხედრო საჰაერო ძალები და კიდევ რა ვიცი.კი დაიწყო გზების შენება,მაგრამ იქაც არაფერი ჰკითხეს ამ დარგის მეცნიერებს და მათი დაგებული ავტობანები დასავლეთ საქართველოში წყალთან ქიმიური რეაქციის გამო იშლება და ინგრევა,ვითომ გააკეთეს ბაგრატის ტაძარი და იუნესკომ ძეგლების ნუსხიდან ამოაგდო,ისეთი რამე გააკეთეს,მცხეთაც იგივეს ელოდა მაგრამ ქოცებმა შეაჩერეს მათი გეგმები და მისი სტატუსი როგორღაც გადაარჩინეს.ნაომარი ხალხი ,მათი მშიშარობის მოწმე ციხეში ჩაყარეს,ვაჟკაცი ბიჭები ციხეში გააუბედურეს,ხალხს სინამდვილეში ცოცხალი ადამიანების მკვლელობა აღიარებინეს და როცა ის ცოცხალი გამოჩნდა,ახლა ცრუ ჩვენების გულისათვის მიუსაჯეს პატიმრობა.მაგათ ააყვავეს არაა ქვეყანა,მაგ მართლა ნაძირალებმა.ქოცებმა თავიდან ნორმალურად დაიწყეს,მაგრამ კოჰაბიტაციის გამო ნაცები ფაქტიურად მართვის სათავეში დარჩნენ,ჩაინერგნენ ოცნებაში და ახლა ოცნების 50-70 პროცენტი უკვე ნაცები არიან.ამიტომ ისევ უკუღმა მიდის საქმე,რადგან ნაცი თავისი არსით არის დამანგრეველი,ბოროტი საწყისი და ახლა ასეთად აქცია ქოციც.
ika-ს
12 ივლისი 2017 17:57
0
sircxvilia ra mcxvenia ro qartveli var yifianis da daraselias qveyanash arcxvenen legedebs ra azerbaijani gvihebs mere albat avxanetic mogvigebs
irakli
12 ივლისი 2017 17:20
0
ადმინ რატომ მიბლოკავთ კომენტარს, რა არ მოგეწონათ?
murtalo
12 ივლისი 2017 17:12
0
როგორიც მთავრობაა სიეთივეა ფეხბურთიც. ამხსოვს თუნდაც ვიდრე ქართული ოცნება მოვიდოდა, ქართული კლუბები პირწმიდად ჩაგრიდნენ ანორთოსის, ოლბორგს, აეკს და ა.შ დილამ ისედაამარცხა დანიელები რომ დანიელებმა აღიარეს რომ ქართული ეფხბურთი ბევრად სჯობია დანიურსო. 2012 წლის მერე თუ დააკვირდებით ფეხბურთი უკან უკან წავიდა და უარესებს მოელოდეთ. ამ მთავრობსი ხელში. სააკაშვილსი დროს დილა 3-1 ორჰუსს 2-1 უგებდა, ოლბორგს 3-0 და 0-0 ანორთოსის 0-1 და 3-0 ეხლა თათრები გვანადგრუებენ და ეს გაცამტვერებაა უფრო. არ ვარ პოლიტიკოსი მაგრა, ივანიშვილსი რეჟიმი ზედ ეტყობა თუნდაც ფეხბურთს, როგორ შეიძლება ჩემპიონმა პირწმიდად წააგოს 5-0 ან მატჩამდე ფეხბურთელები გაყიდოს, არ მოემზადოს, ხელფასები არ მოუმატოს. ნელ-ნელა სააკაშვილსი ლანძღვაში მარტო ყველაეფრი ნადგურდება, მალე სან მარინოსთან მოგებას ავღნიოშნავთ.
ika
12 ივლისი 2017 17:09
0

სიახლეები პოპულარული