- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]
ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:
"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.
არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.
ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.
გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.
ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თქვენ არ იყავით ხალხს რომ ბერავდით ტყუილებით,აიკალით ინტერნეტ სივრცე -მოიცათ და ნახავთ რა მოხდებაო,რა ტრანსფერები დაიდებაო?- თქვენ არ სდევნით და აგინებთ კლუბის ფეისბუქ გვერდზე ყველა განსხვავებულ აზრს? თქვენ არაა რომ ენა ჩაიგდეთ აზერების შემოტევაზე როცა მთლად გააბანძეს გევრდი?
გიას ტაქტიკა თამაშისა უკვე ყველამ ზეპირად იცის,მისი დამარცხება ყველას შეუძლია გარდა ზარმაცისა,მას არც ადამიანური რესურსი აქვს რომ ვინმეს დაეყრდნოს და ვერც ვერაფერი ახალი გამოუგონა ამ სასტავს რომ მათი დამარცხება ადვილი არ იყოს. ამოიწურა ყველა რეზერვი და საშუალება,როგორც მწვრთნელის ისე მოთამაშეების.
ერთი ის თქვით რამდენი ლარი კერძო ფული დაიხარჯა ამ კლუბში,სადა გყავთ ვინმე კერძო სპონსორი, თუნდაც 1000-2000 ლარი რომ შესწიროს კლუბს?
ისიც ვთქვათ როგორ გახდა სამტრედია ჩემპიონი? სხვათა გაჭირვების ფონზე უკეთესი თამაშით,უბრალოდ დაემთხვა ასე ვითარება და საშუალებები ერთმანეთს. ამავე ჩემპიონმა მოახერხა ტორპედოსთან 4-დან 3 მატჩი წააგო,ამავე ჩემპიონმა საკუთარი რეკორდი დაამყარა საშინაო მატჩებში აუღებელი ქულების, არმოგების და ზედიზედ წაგების. კიდევ რა უნდა მოხდეს? ანგაჟირებული,პადხალიმური და არასერიოზული განაცხადია ეს ძეგლის დადგმა.
გამოსავალი ერთია - უნდა წავიდეს კლუბის მთელი მენეჯმენტი და მიტმასნული ხალხი, დაუბრუნდეს კლუბი მუნიციპალიტეტს,რადგანს ეს აიპ დაარსებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ,მუნიციპალიტეტმა კი ის სასწრაფოდ გაყიდოს,ნებისმიერ ფასად. როცა ახალი მფლობელი იქნება ,იმან გადაწყვიტოს ვინ იქნება მწვრთნელი, ცეცაძე თუ სერ ალექსი.
მეორადი ფეხბურთელებით ვერცხლი ოქრო და წელს მინიმუმ ბრინჯაოს აიღებს და მეტის ამბიცია სამტრედიელებს არ გვაქვს. რა მე მომეწონა ყარაბაღთან გაფარჩაკება მაგრამ ყარაბაღის 1 ზანგს რა ხელფასიც აქვს წლიურად იმდენი დაფინანსება აქვს სამტრედიის მთელს გუნდს თავისი ექიმიან კარლოიან ავტობუსის ბენზინიანად.
ასე რო ერთი ადგილი დააყენეთ.
თუ კლუბი გახდება კერძო და ფული გაჩნდება და ლეგიონერები მომრავლდებიან, ზივზივაძის არაბულის და შერგელას ნაირი ხალხი არ გაიქცევა გუნდიდან და მერე გავფარჩაკდებით ასე აზერებთან პირველი მე ვესვრი ტალახს გიას, მაგრამ არა ახლა... ეს არსებული რეალობის ბრალია და ცეცაძე ალბათ ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ამ ამბავში.