"ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში

AutoSharing Option
"ყარაბაღის" მთავარი მწვრთნელის ყურბან ყურბანოვის კომენტარი "სამტრედიასთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ საკმაოდ ცინიკურად ჟღერდა - ის მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ მეტოქის თამაში მოეწონა, განსაკუთრებით - დაცვაში. თუმცა, ამ ყველაფერს მსახიობური ოსტატობით ნიღბავდა.

"ძალიან მიხარია, რომ დღესაც მოვიგეთ. რთული თამაში იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელებს მოედანზე გადაადგილება უჭირდათ. ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა.

განსაკუთრებით ქართველები ცდილობდნენ და მათი თამაში მომეწონა კიდეც, უფრო მეტად - დაცვაში. მიმაჩნია, რომ "სამტრედია" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში".

-
სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

- გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვითომ ტაქტიკურად მოიქცა თავისი ჭკუით და ეგეთი კომენტარი გამოუვიდა შეუგნებლად
მირო
10:51 20-07-2017
0
jererti tugadaobs aqvs sagadaod saqme,meorec romeli mwvrtneli ginaxiat 20:0 ic rommoigos,slabebi da nulixarto tqvas preskomperenciaze?!
euhhh
16:26 19-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული