"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" დამარცხების (ორი მატჩის ჯამში 4:2) შემდეგ "ნეფთჩის" ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურობდნენ, თუმცა კომენტარების დიდ ნაწილს მომავალ მეტოქეზე ("ოლიმპიაკოსი") საუბარს უთმობდნენ. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, აზერბაიჯანელები საკუთარი გუნდის თამაშს საბოლოო გამარჯვების შემდეგაც აკრიტიკებენ:

"დინამოს" მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან ვუტევდით, "ნეფთჩის" თამაში მარცხნიდან საერთოდ არ მიმდინარეობდა!"

"ხარვეზები იყო, მაგრამ მთავარი გავაკეთეთ - "დინამო" დამარცხებულია!"

"ჩვენი ჩემპიონი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთიფეროვანი და დაბალი დონის ფეხბურთი ვნახეთ."

"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამ
არცხა! გუნდმა ტრანსფერები არ განახორციელა, ფლანგის მცველი და ფორვარდი არ გვყავს!"

"ნეფთჩი" ასეთი თამაშით შორს ვერ წავა!"

"როცა გოლი გავუშვით, შემდეგ მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. ეს "ნეფთჩის" შესაძლებლობების 60% იყო."

"ოლიმპიაკოსი" თბილისის "დინამო" არ გეგონოთ, გააკეთეთ ტრანსფერები!"

altAzerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და ამით აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს"

altცხადაძე: ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში

altთბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე წაგებებს დასასრული არ უჩანს [VIDEO]








მკითხველის კომენტარები / 9 /
ფრუიძემ მე სამგურალით გავაპობ შუაზეო.
Levani
17:18 15-07-2021
0
შენი დონის გუნდმა შეიძლება მოგიგოს, მაგრამ ცალი ხელით, ანუ ცალი ფრთით ვერ უნდა მოგიგოს. საერთოდ, ადრეც ვწერდი და ახლაც მინდა გავიმეორო, საქართველოში საკლუბო ფეხბურთი ძნელი გასავითარებელია, რადგან დაბალი ხელფასებია და ნებისმიერი ქვეყნის გუნდს შეუძლია ფეხბურთელი წაგვართვას, რაც კეთდება კიდეც.
ჟორა გაბრიჭიძე
16:38 15-07-2021
0

სიახლეები პოპულარული