ქართველი მეკარეები არნახულად გაძვირდნენ

AutoSharing Option
ვებგვერდი "ტრანსფერმარკტი" საფეხბურთო მოვლენებს დროულად და ადექვატურად ეხმაურება. ევროთასებზე ჩვენი კლუბების არცთუ წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელთა ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" მოთამაშეებისა.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს ნაკრების მეკარეების, გიორგი ლორიასა და როინ კვასხვაძის ამბავი - პირველი 450 000 ღირდა, ახლა - 800 000-ად აფასებენ, "ზესტაფონის" კიპერის ფასი კი 400 ათასით გაიზარდა და 700 ათასს უწია!

ბარემ აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგის მახაჭყალის "ანჟიში" მშვენიერი თამაშის წყალობით "თავი დაიფასა" ნუკრი რევიშვილმაც, რომლის "ნახტომიც" ასევე შთამბეჭდავია - 400
ათასის ნაცვლად ახლა 1 000 000 ევროდ ფასობს! შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველ მეკარეებს ასეთი მაღალი "მაზანდა" არასოდეს ჰქონიათ.

მათ გარდა, ევროტურნირების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ნიკა გელაშვილის, შოთა გრიგალაშვილის, ჯაბა დვალის, გიორგი რეხვიაშვილის, ნიკა კვეკვესკირის, ლევან კაკუბავასა და ირაკლი ქობალიას ფასები.

თუმცა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შემცირდა დინამოელების, ხისკოს (მილიონ ევროდ აფასებდნენ) და მიკელ ალვაროს (900.000) ფასები - პირველი ახლა 800 ათასად ფასობს, მეორე - 750 ათასად, ასე რომ, ეროვნულ ჩემპიონატში მილიონიანი მოთამაშე აღარ გვყავს.

ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

1-2. გიორგი ლორია, ხისკო (ორივე - "დინამო") 800 000
3. მიკელ ალვარო ("დინამო") 750.000
4. როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") 700.000
5. ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი") 600.000
7. ბუბა დაუშვილი ("ზესტაფონი") 550.000
7-8. შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი ( ორივე -"ზესტაფონი") 450.000
9-12. ჯაბა დვალი ("ზესტაფონი"), გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ლევან კაკუბავა (სამივე - "დინამო") - 400.000

აღსანიშნავია, რომ ქართული კლუბების ჯამურმა ფასმა ბოლო წლებში პირველად გადააჭარბა 30-მილიონიან ზღვარს. თბილისის "დინამოს" საკმაოდ მიუახლოვდა "ზესტაფონი", რომლის მოთამაშეთა ფასმაც მნიშვნელოვნად მოიმატა და 5.675.000 ევროს ნაცვლად ახლა 7.075.000-ია.

ქართული კლუბების მოთამაშეთა ჯამური ფასი კი ასე გამოიყურება:

კლუბი მ.რ. ს.ა. გ.ს.ფ. ფ.ს.ფ
დინამო 27 25.3 7.875.000 291.667
ზესტაფონი 26 24.8 7.075.000  272.115
მეტალურგი 23 25.3 3.850.000  167.391
ტორპედო 22 26.8 2.175.000  98.864
გაგრა 19 22.7 2.125.000  111.842
სპარტაკი 24 23.3 1.550.000  64.583
ვიტ ჯორჯია 22 21.7 1.425.000  64.773
ბაია 24 21.8 1.250.000  52.083
კოლხეთი 26 24.2 1.025.000  39.423
დილა 24 26.1 900.000  37.500
მერანი 22 24.7 725.000  32.955
სიონი 29 24.1 575.000  19.828
სულ 30.550.000
მოთამაშეთა საშუალო ღირებულება 105.382 (წინა თვეში - 95.780)

* თანხები მოცემულია ევროში
* მ.რ. - მოთამაშეთა რაოდენობა, ს.ა. - საშუალო ასაკი; გ.ს.ფ. - გუნდის საერთო ფასი; ფ.ს.ფ. - ფეხბურთელთა საშუალო ფასი.


* ბოლო სამ თვეში ქართველი ფეხბურთელების საშუალო ფასი გაიზარდა. თუ გასული სეზონის ბოლოს "ტრანსფერმარკტი" ჩვენებურებს 91.064 ევროდ აფასებდა, აგვისტოს დასაწყიში 95.780 ევრო გახდა, ახლა კი - 105.382.

* ივნისის დასაწყისში ქართული კლუბების მოთამაშეთა ჯამური ფასი 21.400.000 ევრო იყო, აგვისტოს დასაწყისში - 27.910.000, ახლა კი 30.550.000.

* მილიონზე მეტად კი ექვსის ნაცვლად უკვე ცხრა გუნდი ფასობს.

ბოლოს გავეცნოთ გუნდებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას:
"დინამო"
ხისკო - 800.000
გიორგი ლორია - 800.000
მიკელე ალვარო - 750.000

"ზესტაფონი"

როინ კვასხვაძე - 700.000
ნიკა გელაშვილი - 600.000
ბუბა დაუშვილი - 550.000
შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი - 450.000

"მეტალურგი"
ირაკლი მოდებაძე - 350.000
ლექსო კვახაძე, რევაზ გეწაძე - 325.000

"ტორპედო"
თენგიზ ჩიკვილაძე - 250.000
ვახტანგ კვარაცხელია - 175.000

"ვიტ ჯორჯია"
ბესიკ ჩიმაკაძე, გურამ გურეშიძე - 125.000
გიორგი კორიფაძე - 100.000

"სპარტაკი"
გიორგი ციმაკურიძე - 250.000
თემურ შონია, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე - 125.000

"სიონი"
დავით ლეგაშვილი, ვაჟა ქორიძე, ვილი ისიანი, გიორგი თარგამაძე, მიხეილ კობერიძე, ლაშა კემუხტაშვილი, ვალერი ბოლქვაძე, გიორგი ქუცურუა - 50.000

"ბაია"
ირაკლი ქობალია - 250.000
ნიკა აფაქიძე - 125.000
ლუკა გუგუჩია - 100.000

"კოლხეთი-1913"
გიორგი ცხადაია - 100.000
ლაშა გვალია, ლაშა ქებაძე, დავით მეგრელიშვილი, გიგა კვერენჩხილაძე - 75.000

"გაგრა"
ოვონიკოკო სეუნი აბაიომო - 275.000
გიორგი გაბედავა - 225.000
ნიკა ჯიშკარიანი - 200.000

"მერანი"
თორნიკე კაკუშაძე, ვალერი იობაშვილი - 75.000

"დილა"
ვალტერ ხორგუაშვილი, პავლე ხორგუაშვილი, დავით რაჟამაშვილი, გია თოდუა, ოლეგ გველესიანი, რომან ახალკაცი - 75.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული