ლანჩხუთის "გურია" - სამიდან სამი მოგება პლუს არდალიონ მიქაბერიძე

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" სეზონის განახლებისთვის მზადებას ლანჩხუთში განაგრძობს, მაგრამ თოვლმა ვარჯიში შეუძლებელი გახადა და წვრთნა რამდენიმე დღით შეაჩერა. თუმცა გიგლა იმნაძის შეგირდებს დრო უქმად არ დაუკარგავთ - სამ დღეში ორი საკონტროლო მატჩი გამართეს.

ჯერ გრიგოლეთში ფოთის "კოლხეთს" ეპაექრნენ და მეზობლები ტარიელ კუკულაძისა და ახალწვეულ ლაშა ჯანგიძის გოლებით 2:0 დაამარცხეს, შაბათს კი "გურია" ზუგდიდში "ბაიას" ესტუმრა და ამჯერადაც მოიგო - 2:1 (გოლები: გიგა კვერენჩხილაძე, რევაზ კუკულაძე).

ლანჩხუთელებს სამი მოგებული ტესტ-მატჩი დაუგროვდათ - პირველში ოზურგეთის "მერცხალი" 4:1 დაამარცხეს.

როგორც გიგლა იმნაძემ გვითხრა, კლუბში
სასელექციო სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ საკონტროლო მატჩების შემდეგ შეარჩევენ იმ ბირთვს, რომლითაც "გურია" პირველ ლიგის გათამაშებას დაასრულებს და ასევე იასპარეზებს საუმაღლესლიგო პლეი ოფში, სადაც თამაშის უფლება კლუბმა ვადამდე გაინაღდა. თუმცა რამდენიმე გამოცდილი მობურთალის დამატებასაც აპირებენ, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერ გასარკვევია, ვისით გაძლიერდება "გურია".

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ლანჩხუთელთა ღირსებას დაიცავს არდალიონ მიქაბერიძე. "გურიას" მეკარის პრობლემა ჰქონდა და ამიტომ მოლაპარაკებას რამდენიმე მეკარესთან აწარმოებდა - საბოლოოდ, როგორც ჩანს, გურულებმა არჩევანი "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ კიპერზე გააკეთეს.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "გურია" 25 იანვარს გრიგოლეთში გამართავს ბათუმის "დინამოსთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული