გთავაზობთ წერილის ქართულ ვერსიას.
"მე არ მიყვარს დამშვიდობება, ვინაიდან ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს მეორედ შეხვედრის შანსი. მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმ რვა თვისთვის, რომელიც ჩემთვის მართლაც სასიამოვნო იყო.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს", მის პრეზიდენტს რომან ფიფიას და გენერალურ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომლებმაც მომცეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი ამ დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს. თითოეული
განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი გიორგი ყოლბაიას, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. მადლობა კლუბში დასაქმებულ ყველა ადამიანს და ფანებს, რომლებიც "დინამოს" გვერდით ყოველთვის იდგნენ. მადლობა ხალხს, რომელთა მხრიდანაც ვგრძნობდი სიმპათიას, სიყვარულს, მეგობრობას, პატივისცემას. განსაკუთრებით მადლობა "Red Cafe"-სა და სასტუმრო "ბომონდის" თანამშრომლებს.
მადლობა იმისთვის, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში თავს ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. მე ნამდვილად არ მეგულება მრავალი ასეთი კლუბი, ასეთი ფანები და ასეთი ხალხი. მე ახლა თავს ქართველად ვგრძნობ და რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" გულშემატკივრად ვრჩები.
მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომ მე მივუძღვენი თითოეული წუთი, საათი, დღე ჩემს გუნდს და კლუბს. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ არა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიღწვოდი "დინამოსთვის". არ მჭირდება იმ ტყუილების განსჯა, რაც ჩემს მუშაობასა და პროფესიონალიზმე ითქვა. მე მაქვს სუფთა სინდისი, ღია გული და სუფთა ხელები. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს პატიება, დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება.
მე მაქვს ვალი მოსახდელი კლუბთან. მაქვს იმედი, რომ კვლავ მომეცემა საშუალება, რომ ვიყო თბილისის "დინამოს" მწვრთნელი. მთელი გულით მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული თქვენდამი.
შეხვედრამდე.
ალექს გარსია
ექს–მთავარი მწვრთნელი თბილისის "დინამოსი".
წერილი თბილისის "დინამოს" ფან-კლუბის ვებ-გვერდზე (gladiators.ge) გამოქვეყნდა.