ტალანტი, რომელიც დავკარგეთ - ვიტალი დარასელია მოსკოვის "ტორპედოში"!

AutoSharing Option
გახსოვთ უმცროსი ვიტალი დარასელია? 30 წლის ასაკში, ქრონიკული ტრავმის მომიზეზებით, 2009 წლის იანვარში თბილისის "ლოკომოტივიდან" წავიდა და შემდეგ კარიერაც დაასრულა.

გაუგებარი მიზეზების გამო უმცროს დარასელიას არც მანამდე სწყალობდნენ. არადა, ძალიან ცოტა ფეხბურთელი მოიძებნებოდა მაშინ და მით უმეტეს ახლა, ვისაც მისნაირად თამაშის საკუთარ თავზე აღებისა და შეხვედრის ბედის შემოტრიალების უნარი ჰქონდა - დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთი მოთამაშე სანატრელია.

უმცროსი დარასელია, მამის მსგავსად, შემტევი ნახევარმცველი იყო. 2002 წლის დასაწყისში კიევის ცსკა-დან თბილისის "დინამოში" გადავიდა და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა.
მაშინ მეორე წრიდან გუნდს სათავეში ხორვატი ივო შუშაკი ჩაუდგა, რომელთან ერთადაც გუნდმა ჩემპიონის ოქროს მედლები დაიბრუნა, მოიგო საქართველოს თასი, 2004 წელს კი "თანამეგობრობის თასი" და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად გააკეთა...

"თანამეგობრობის თასზე" თბილისელებმა ექვსივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ. ფინალში რიგის "სკონტოს" დამარცხებით (3:1) ქართული გუნდი პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული. ივო შუშაკის გაწვრთნილებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს და ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს.

იმდროინდელ "დინამოში" თამაშობდნენ: დათო გვარამაძე, კარლოს დე როჩა, მამუკა წერეთელი, გიორგი შაშიაშვილი, არჩილ სახვაძე, გიორგი ანჩაბაძე, მიხეილ ბობოხიძე, ლადო ახალაია, ლადო ბურდული, რატი ალექსიძე, სანდრო იაშვილი. მაგრამ "დინამოს" სული და გული დარასელია იყო - ლეგენდარული ფეხბურთელის ვაჟმა შესანიშნავად ითამაშა, ტურნირის ბომბარდირიც გახდა, საუკეთესო ფეხბურთელიც და იმ დროს აღმოსავლეთ ევროპის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოთამაშედ აღიარეს. თუმცა საბოლოოდ რუსეთის პრემიერლიგის ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა.

მაგრამ დარასელიას საქართველოს ნაკრებში მაინც არ სწყალობდნენ. ორიოდე უმნიშვნელო მატჩზე მიიწვიეს, თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს და რეალურად, სწორედ ამან განაპირობა, ფეხბურთს თავი ნაადრევად რომ დაანება. არადა, "ალანიაში" პლეიმეიკერის პოზიციაზე საუკეთესოთა შორის ხვდებოდა და უეფას თასის მფლობელ მოსკოვის ცსკა-ს ერთხელ პირადად მოუგო - გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ამბობენ, ბუნება გენიოსების შვილებზე ისვენებსო, მაგრამ უმცროს დარასელიაზე გამონაკლისი დაუშვა - დიდი ფეხბურთის თამაში მასაც შეეძლო. ჯერ კიდევ კიევის "ბორისფენ-ცსკაში" თამაშის დროს იტალიის სერია "ა"-ს "რეჯანა" იწვევდა და რომ არა უკრაინელების მეტისმეტი მადა - 3 მილიონი დოლარი მოითხოვეს, იტალიელები კი მილიონს უხდიდნენ, - სერია "ა"-ში მესამე ჩვენებურიც ითამაშებდა.

შესაძლოა, ვიტალი უმნიშვნელო შეხვედრას ზერელედ მოკიდებოდა, მაგრამ პრინციპულ მატჩს - არასოდეს! მეტიც, გადამწყვეტ მომენტში ავლენდა ხასიათს, მებრძოლ სულს და ლიდერის თვისებებს. მაგრამ ჭორებს აყოლილმა საფეხბურთო სამყარომ მასზე თვალები დახუჭა და კიდევ ერთი ტალანტი დავკარგეთ.

რამ გაგვახსენა ვიტალი დარასელია? კარიერის შემდეგ მოსკოვში დასახლდა და ფეხბურთს გასართობად თამაშობდა. ახლა კი, 33 წლის ასაკში, ფუტსალში რუსეთის ჩემპიონატის მონაწილე მოსკოვის "ტორპედოში" ჩაირიცხა. ოღონდ ეს გუნდი არა კლასიკური, არამედ 8/8-ზე ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობს.

როგორც დარასელია უმცროსმა გვითხრა, ფეხბურთში დაბრუნებით კმაყოფილია და ბურთის გორებას კიდევ დიდხანს აპირებს.

არადა, კიდევ დიდხანს შეეძლო თამაში და სარგებლობის მოტანა, მაგრამ მიხეილ ყაველაშვილმა მოხდენილად და სამართლიანად თქვა, საქართველოში როი კინი (ანუ ხულიგანი ფეხბურთელი) რომ დაბადებულიყო, ფეხბურთს არ ათამაშებდნენო.

არადა, ფეხბურთს სწორედ დარასელიასნაირი მეომრები, ხასიათის და ჟინის მქონე კაცები თამაშობენ, წესიერი ბიჭები მათ მხოლოდ ეხმარებიან.

მაგრამ ჩვენს მენტალიტეტში ჯერ კიდევ პიონერული ფეხბურთის კულტია.

ვიტალი დარასელია მოსკოვის ტორპედოში! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

vitali daraselia moskovis torpedoSia?!

gaxsovT umcrosi vitali daraselia? 30 wlis asakSi, qronikuli travmis momizezebiT, 2009 wlis ianvarSi Tbilisis “lokomotividan" wavida da Semdeg karierac daasrula.

gaugebari mizezebis gamo, umcros daraselias arc manamde wyalobdnen. arada, Zalian cota fexburTeli moiZebneboda maSin da miT umetes axla, visac misnairad TamaSis sakuTar Tavze aRebisa da Sexvedris bedis Semotrialebis unari hqonda - dRes qarTul fexburTSi aseTi moTamaSe sanatrelia.

umcrosi daraselia mamis msgavsad Semtevi naxevarmcveli iyo. 2002 wlis dasawyisSi kievis cska-dan Tbilisis “dinamoSi” gadavida da karieris saukeTeso wlebi swored am klubSi gaatara. maSin meore wridan gunds saTaveSi xorvati ivo SuSaki Caudga, romelTan erTadac gundma Cempionis oqros medlebi daibruna, moigo saqarTvelos Tasi, 2004 wels ki “Tanamegobrobis Tasi” da es yvelaferi Zalian lamazad da damajereblad gaakeTa...

“Tanamegobrobis Tasze” Tbiliselebma eqvsive Sexvedra umaRles doneze Caatares da turniris triumfatorebi gaxdnen. finalSi rigis “skontos” damarcxebiT (3:1) qarTuli gundi pirvelad gaxda turniris gamarjvebuli. ivo SuSakis gawvrTnilebma SesaniSnavi fexburTi aCvenes da yvela metoqe damajereblad daamarcxes.

imdroindel “dinamoSi” TamaSobdnen: daTo gvaramaZe, karlos de roCa, mamuka wereTeli, giorgi SaSiaSvili, arCil saxvaZe, giorgi anCabaZe, mixeil boboxiZe, lado axalaia, lado burduli, rati aleqsiZe, sandro iaSvili. magram “dinamos” suli da guli daraselia iyo - legendaruli fexburTelis vaJma SesaniSnavad iTamaSa, turniris bombardiric gaxda, saukeTeso fexburTelic da im dros aRmosavleT evropis satransfero bazris erT-erTi yvelaze sasurveli moTamaSed aRiares. Tumca sabolood, ruseTis premierligis vladikavkazis “alaniaSi” gadavida.

magram daraselias saqarTvelos nakrebSi mainc ar wyalobdnen. oriode umniSvnelo matCze miiwvies, Tavis gamoCenis Sansi ar misces da realurad, swored aman ganapiroba, fexburTs Tavi naadrevad rom daaneba. arada, “alaniaSi” pleimeikeris poziciaze saukeTesoTa Soris xvdeboda da uefas Tasis mflobel moskovis cska-s erTxel piradad mougo - goli da 3 sagole gadacema Caiwera.

amboben, buneba geniosebis Svilebze isvenebso, magram umcros daraseliaze gamonaklisi dauSva - didi fexburTis TamaSi masac SeeZlo. jer kidev kievis “borisfen-cskaSi” TamaSis dros italiis seria “a”-s “rejana” iwvevda da rom ara ukrainelebis metismeti mada - 3 milioni dolari moiTxoves, italielebi ki milions uxdidnen, - seria “a”-Si mesame Cveneburic iTamaSebda.

SesaZloa, vitali umniSvnelo Sexvedras zereled mokideboda, magram principul matCs - arasodes! metic, gadamwyvet momentSi avlenda xasiaTs, mebrZol suls da lideris Tvisebebs. magram Worebs ayolilma safexburTo samyarom masze Tvalebi daxuWa da kidev erTi talanti davkargeT.

ram gagvaxsena vitali daraselia? karieris Semdeg, moskovSi dasaxlda da fexburTs gasarTobad TamaSobda, axla ki 33 wlis asakSi futsalSi ruseTis Cempionatis monawile moskovis “torpedoSi” Cairicxa. oRond es gundi ara klasikuri, aramed 8/8-ze futsalis CempionatSi monawileobs.

rogorc daraselia umcrosma gviTxra, fexburTSi dabrunebiT kmayofilia da burTis gorebas kidev didxans apirebs.

arada, kidev didxans SeeZlo TamaSi da sasrgeblobis motana, magram mixeil yavelaSvilma moxdenilad da samarTlianad Tqva, saqarTveloSi roi kini (anu xuligani fexburTeli) rom dabadebuliyo, fexburTs ar aTamaSebdneno.

arada, fexburTs swored daraseliasnairi meomrebi, xasiaTis da Jinis mqone kacebi TamaSoben, wesieri biWebi maT mxolod exmarebian. magram Cvens mentalitetSi jer kidev pioneruli fexburTis kultia.

merab mamulaSvili

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა მესი რომელ "ხულიგანს" ეხმარება? ან იქნებ თვითონაა ხულიგანი და "წესიერი ბიჭები" - ჩავი და ინიესტა ეხმარებიან? ეს უცებ რაც მომივიდა თავში, თორემ მილიონი ასთი მაგალითის მოტანაშემეძლო
merabi
21:10 25-06-2012
0
სტატიის ავტორი რას გულისხმობს ვერ გავიგე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინდივიდუალისტებს და ლიდერის თვისებების მქონე ფეხბურთელებს ქართული კლუბები არ სწყალობენ. ქართველი მწვრთნელები არც ვარჯიძშზე და არც მოედანზე ორი შეხების შემდეგ ბურთის ფლობას ახალგაზრდებს უკრძალავენ. მოედანზე გადაწყვეტილებების მიღების უნარს უჩლუნგებენ, უყვირიან და მწვთნელის აბსოლიტურ მოჩილებას აჩვევენ. მწვრთნელები რომ გვივარგოდნენ, ლიდერის თვისებებს ფეხბურთელში უნდა ანვითარებდნენ, წამიკითხავს როგორ მუშაობდნენ ბექჰემთან ლიდერის თვისებების გასაუმჯობესებლად.გადამწყვეტ მომენტში გუნდის გადასარჩენად მოედანზე ლიდერის გადაწყვეტილებები განსაზღვრავს მატჩის ბედს ხშირ შემთხვევაში.სამაგიეროდ წახალისებულია ქართულ გუნდებში ამბისმიმტანი და მორჩილი ფეხბურთელები, ხოლო დისციპლინის დარღვევის საბაბით სიამაყის,რაინდის თვისებების მქონე, უსამართლობასთან ვერშემგუებელი ფეხბურთელების გაძევება კლუბის მმართველების მუშაობის ქვაკუთხედია და რაც აქედან გამოდის ყველა ვხედავათ, ყიფიანისა და ქინქლაძის მონაცემების მოზარდი ქართულ ფეხბურთში ათწლეულებია აღარ ჩანს!
nuca
17:42 25-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული