ჩვენთვის საინტერესო და, ცოტა არ იყოს, დამაინტრიგებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა აზერბაიჯანულმა საიტმა www.az.apa.az-მა, რომლის თანახმად, უეფა მატჩის გამართვას საქართველომდე ჯერ აზერბაიჯანს სთავაზობდა, მაგრამ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციამ შეთავაზებაზე უარი თქვა და ის საქართველოს დაუთმო..
აი, რას წერს საიტი:
"აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციამ (აფფა) ჩვენს ქვეყანაში უეფას სუპერთასის გამართვაზე უარი თქვა.
ევროპის ორი პრესტიჟული ტურნირის - ჩემპიონთა ლიგისა
შედეგად, 2015 წელს სუპერთასის მასპინძლობის უფლება საქართველომ მიიღო, რომელიც აზერბაიჯანთან ერთად ევრო 2020-ის მასპინძლობისთვისაც იბრძვის. აფფა-ს პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის თქმით, საქართველომდე შეთავაზება ჯერ აზერბაიჯანმა მიიღო.
ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც გაცილებით განვითარებულია, ვიდრე საქართველო, უარი თქვა ამ მატჩის მიღებაზე. აბდულაევი ამას იმით ხსნის, რომ სუპერთასმა ბოლო დროს პრესტიჟი დაკარგა. თანაც, 2015 წელს აზერბაიჯანმა ხომ ევროპის 17 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ფინალურ სტადიას უნდა უმასპინძლოს".
ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: უეფას სუპერთასი თბილისში - ეს მხოლოდ დასაწყისია!
UEFA Super Cup 2015 - მიშელ პლატინი საქართველოზე კლიპმა მოხიბლა
კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის
ევროპის სუპერთასი და ვარსკვლავთცვენა თბილისში
ესეიგი ჩვენ გვეუკადრისება ის რაზეც პრაღა, კარდიფი, და თბილისი იბრძვიანო?!
ეს კაცი ან ხუმრობს ან სულელია! ...ან შურისგან ერთი ადგილი ორათ ეხევა! ...ან კიდე ბორიას მეგობარია!
ისე ხანდახან ამათ ლაპარაკს რო ვუსმენ მგონია რო ევრო 2020_ზე მარტო რო შეგვეტანა განაცხადი წარმატების უფრო მეტი შანსი გვექნებოდათქო!
....ევოპის სუპერვარსკვლავები სულ დღე და ღამე ბაქოს ქუჩებში არ დაბორიალობდნენ! თუ არ გინდათ ნუ გინდათ .....!
ამ ხალხს ბევრი ფული თავში აუვარდა!