გიორგი ჭიაბრიშვილმა ბაქოს "ნეფთჩი" ტრიბუნიდან დაზვერა

AutoSharing Option
ბაქოს "ნეფთჩიმ", რომელიც "ზესტაფონის" მსგავსად, შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება, მორიგი საკონტროლო მატჩი რუსულ "ყუბანთან" ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. აზერბაიჯანელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვეს.

"ნეფთჩის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მეხთიევი, მელიქოვი, მიტრესკი, იუნუსზადე, ბერტუჩი, სეიდოვი, სადიღოვი, ვობაი, ფლავინიო, იმამვერდიევი, კანალესი.

სხვათა შორის, ამ შეხვედრას "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დაესწრო, რომელმაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბარში "ნეფთჩის" თამაშს მაღალი შეფასება მისცა.

"ნეფთჩისთან" დაკავშირებით ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ "ზესტაფონის" მეტოქემ მორიგი ფეხბურთელი გადაიბირა - ბაქოელებმა კონტრაქტი 25 წლის პარაგვაელ ნახევარმცველ ერიკ ფაბიან რამოსს გაუფორმეს,
რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში
ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონს" მისთვის უხერხული, ხელოვნურსაფარიანი მოედნით ხვდება
ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული