დავით მუჯირი: ქომაგი ამ ეტაპზე წაგებას "ბარსელონასთანაც" არ გვაპატიებს

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ნახევარმცველმა დავით მუჯირმა აზერბაიჯანის "ნეფთჩისთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"ნეფთჩი"-"ზესტაფონის" დაპირისპირება 17 ივლისს "დალღა არენაზე", თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

"ჩვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნი და მაქსიმალისტია. ამ ეტაპზე "ბარსელონასთანაც" რომ წავაგოთ, მაინც გაგვაკრიტიკებენ.

რაც შეეხება "ნეფთჩისთან" მატჩს, ის რთული იქნება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს",
- აღნიშნა მუჯირმა.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ნეფთჩი VS ზესტაფონი - საქართველოს ჩემპიონი ამბიციებითა და იმედებით იწყებს
ბუიუქაღა გაჯიევი:
ვალდებულები ვართ, "ზესტაფონთან" გავიმარჯვოთ!

ბრუნო ბერტუჩი: 100%-ით ვიცი, ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონის" ბარიერს გადალახავს!
ბაქოს "ნეფთჩის" მცველი: "ზესტაფონს" მინიმუმ ორი გოლი უნდა გავუტანოთ
გია ჭიაბრიშვილი: საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონთან მოგება მართებს
მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდით ბიჭებო,წინ დიდი გამარჯვება გველოდება,არ შეუშინდეთ მტერს,მაგათ ჩვენი წინაპრები კველგან უგებდნენ ფეხბურთშიც და ომშიც,ათი ერთზე მოდიოდნენ და მაინც ჩვენ ვიყავით გამარჯვებული,რწმენა მართმადიდებლებო მივაწვეთ სადაა მუსულმანების მოსაგები რა იციან მაგათ ბურთი
vasiko basiladze
11:58 17-07-2012
0
vasiko basiladze, გირჩევდი რელიგია, ეროვნება და სპორტი ერთმანეთში არ აურიო. გასაკვირია როცა 21-ე საუკუნეში ადამიანი ასე პრიმიტიულად აზროვნებს. ნუ დაგავიწყდება, რომ ბედის უკუღმართობის გამო ქართველების ნაწილიც ვართ მუსლიმანები, მაგრამ შენზე (ანუ ქრისტიან ქართველზე) ნაკლებად არ გვიყვარს ჩვენი სამშობლო. ნურც ის დაგავიწყდება, რომ ისეთი მსოფლიო დონიდ ვარსკვლავები როგორიც ზიდანი, მენზემა, ნასრი და კიდე რომელი ერთი ჩამოვთვალო, მუსლიმანია. ცოტა დაფიქრდი, როცა ასეთ კომენტარს აკეთებ. ფუუუუუუუუუუუუუ
jemal Tavdgiridze
15:13 17-07-2012
0

სიახლეები პოპულარული