როინ კვასხვაძე: "ზესტაფონის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" საიმედო მეკარე ჰყავს. 23 წლის როინ კვასხვაძე უკვე წლებია, სტაბილურად იცავს იმერელთა კარს და წლებთან ერთად უფრო დამაჯერებელი ხდება.

მას მოახლოებული ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ვესაუბრეთ:

- კენჭისყრის შემდეგ ბაქოს "ნეფთჩის" მწვრთნელი აცხადებდა, რომ მის გუნდს გაუმართლა, "ზესტაფონისნაირი" სუსტი მეტოქე რომ შეხვდა. თქვენ რას იტყვით მეტოქეზე და მსგავსი განცხადებების გამო არ ფიქრობთ მეტოქის დასჯაზე?
- შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. რაც შეეხება მათ განცხადებებს, ჩვენზე ეს დადებითად მოქმედებს და ორმაგად მოტივირებულები გავალთ
მოედანზე.

- ბაქოში ხელოვნურ საფარზე მოგიწევთ თამაში. ეს ხომ არ გაართულებს "ზესტაფონის" ამოცანას?
- ზესტაფონში მინდორზე გვიწევს თამაში და ვარჯიში; ავსტრიულ შეკრებაზეც მინდორზე ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით. ამიტომ ადვილი არ იქნება ბაქოში თამაში, შეჩვეულები არ ვართ, მაგრამ გავალთ და ვიბრძოლებთ.

- სატრანსფერო ბაზარზე "ზესტაფონს" არ უაქტიურია. იმ შემადგენლობას, რაც ახლა გუნდშია, რამდენად შეუძლია წარმატების მიღწევა?
- მწვრთნელის და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია ტრანსფერების საკითხი. ვინც ვართ ახლა გუნდში, ყველა შეთამაშებულია; ვიცით, რასაც ვაკეთებთ და შეგვიძლია წარმატების მიღწევაც.

- ავსტრიულ შეკრებაზე, "სტიაუასთან" მატჩის დროს კომენტატორმა აღნიშნა, "ზესტაფონს" სუპერმეკარე ჰყავსო. ბოლო დროს მეტოქე ფეხბურთელებს უთამამდები და ორთაბრძოლაში ხშირად შედიხარ - თავდაჯერებული ხარ და იცი, რასაც აკეთებ?
- თავდაჯერება მეკარისთვის პირველი და აუცილებელი თვისებაა. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტები რისკთან ყოველთვისაა დაკავშირებული. ვეცდები, ხშირად აღარ გავრისკო.

- გუნდის პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი ევროსარბიელზე რა არის?
- ჩვენი მაქსიმუმი ლიგის ჯგუფში შესვლაა, მინიმუმი კი - ორი ეტაპი უნდა გავიაროთ და უეფას ჯგუფში მაინც მოვხვდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნეფთჩი VS ზესტაფონი - საქართველოს ჩემპიონი ამბიციებითა და იმედებით იწყებს
დავით მუჯირი: ქომაგი ამ ეტაპზე წაგებას "ბარსელონასთანაც" არ გვაპატიებს
ბუიუქაღა გაჯიევი: ვალდებულები ვართ, "ზესტაფონთან" გავიმარჯვოთ!
ბრუნო ბერტუჩი: 100%-ით ვიცი, ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონის" ბარიერს გადალახავს!
ბაქოს "ნეფთჩის" მცველი: "ზესტაფონს" მინიმუმ ორი გოლი უნდა გავუტანოთ
გია ჭიაბრიშვილი: საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონთან მოგება მართებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
SIRCXVILIA!!Eg ari nahdi qartuli fexburti.... Daicadet kide cotaxani da shemdegi sircxvili ukve erovnuli iqneba, rogorc qoveltvis.... Ar vici sad vardeba qartuli fexburti ,azerbajzaneebtan rom 0-3 vagebt. Chexetshi vcxovrob da magra mecqina aseti bandzi gundis tamashi.26.7 , Plzenshi pivdivar Metalurgis sanaxvad da imedio rom ukve Tbilisshi ar gadacqdeba qvelaferi da 0-5 ar caagebs.... Da bolos chexurat . Zestafoni parta buzerantu !!!!! Da kide rusulat - Zestafoni, ti kto takoi ? Davaj do svidanija!!
Elik
22:44 17-07-2012
0
დავიღალეთ...საშინლად შეურაცყოფილები ვართ!!! ქართველი ფეხბურთელების მუდამ უსისხლო,უჯიგრო,ფრთხალი თამაშით!!!...პასებით უკან,თითქოს თამაშებს ვიგებდეთ (არც მაშინ არანაირად შეიძლება!!!), გეგონებათ ღირსების გრძნობაც კი არა აქვთო...მაგრამ შევეცდები როგორღაც მიზეზების ავხსნა...
ქართულ ფეხბურთში ფსიქოლოგიური პრობლემაა...როცა ბავშვიბიდან ასწავლიან,რომ ფეხბურთ უპირატესად პასია და სიტუაციის განმუხტვა...ამგვარმა მიდგომამ ქართული ფეხბურთი დაასამარა !!! ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქედან მოდის,საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და საკუთარ თავზე თამაშის აღებაც არ ძალუძთ,ნაკრების ხალხიც კი 10 მეტრში ვერ იგდებენ ბურთ იგივე დისტანციით...სანამ ბავშვობიდანვე არ გაუძლიერებენ ბავშვებს ინდივიდუალიზმს,მუდამ თავზე აიღოს თამაში,მუდამ აგრესიულად,შემტევი და ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ,,სულთამხუთავი,,,თამაშით,რომ ვერ გუობდნენ ბურთს მოწინააღმდეგის ფეხებში,მანამ ასე დასამარებული იქნება ქართული ფეხბურთი!!!-----ბავშვობიდანვე ბოლომდე უნდა იბრძოლონ თავისი დაკარგული ბურთისათვის და... საერთოდაც უნდა აუკრძალონ კიდეც ბ ა ვ შ ვ ო ბ ა შ ი უკან პასი!!!....მხოლოდ წინ და ინდივიდუალიზმით...ამგვარი მიდგომა ფიზიკურადაც ცლიერ გააძლიერებს მოზარდს და რწმენაც საკუთარ ძალებში ბავშვობიდავე ექნებათ მტკიცე...სხვა შემთხვევაში ქართული ფეხბურთი ვერ გაიღვიძებს...გავიგოთ ,ფეხბურთი ქართველისათვის არ არის და არასოდეს იქნება ,,სიტუაციის განმუხტვა,,(უპირატესი პასებით),არამედ მუდამ შემტევი,აგრესიული,(პრესინგებით)ინდივიდუალური და ამავე დროს ტექნიკური თამაშით..და კიდევ მუდამ განწყობით,რომ დავამარცხებთ ნებისმირ ნაკრებს და გუნდს...ინდივიდუალიზმი,აგრესია ,ფსიქოლოგიური სიმტკიცე და ფიზიკა,ტეხნიკა ბუნებითა გვაქვს ქართველობას !!!
glaxuna
23:04 17-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული