დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოში, "ნეფთჩისთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ზესტაფონის" ნახევარმცველი დავით მუჯირი აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ესაუბრა.

- რას მიაწერთ ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხებას?
- ძალიან გვიმძიმს, რაც მოხდა... ჩვენ შეტევაში არასათანადოდ აგრესიულები ვიყავით და ამასთან, დაცვაში ბავშვური შეცდომები დავუშვით. მეტოქემ ეს არ გვაპატია.

პირველ გაშვებულ გოლამდე ნორმალურად ვთამაშობდით, მაგრამ მცველის უხეშმა შეცდომამ ყველაფერი წაახდინა.

- იქნებ საქართველოს ჩემპიონმა არასათანადოდ შეაფასა "ნეფთჩი"? თქვენს მატჩისწინა კომენტარებში ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოსჭვიოდა...
- ასეთი რამ რაღაც არ მახსენდება. ჩვენ მართლაც ოპტიმისტურად ვემზადებოდით თამაშისთვის და
ვიმედოვნებდით, რომ მოვიგებდით. თუმცა მატჩის წინ ვაცხადებდით, რომ შანსები თანაბარი იყო.

ახლა, რა თქმა უნდა, სხვა ვითარებაა. ჩვენი მეტოქე წყვილის ფავორიტია და ცალი ფეხით უკვე შემდეგ ეტაპზეა.

- საპასუხო მატჩისგან რას მოელით?
- ერთი რამ ნათელია, რომ ჩვენ ამოცანა გავირთულეთ. ვეღარაფერს ვიზამთ, თამაში დასრულებულია. ახლა მომავალი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

ყველაფერში დამნაშავე ჩვენ ვართ და სიტუაციის გამოსწორებაზე თავადვე უნდა ვიზრუნოთ. თუკი "ნეფთჩიმ" თავის მოედანზე სამი გოლი გაგვიტანა, იგივე ჩვენ რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ საქართველოში? ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ეს რამდენად რეალურია? იშვიათად, რომ ვინმემ პირველ მატჩში 0:3-ის შემდეგ ბედი შემოაბრუნოს...
- დიახ, ჩვენ მართლაც ჩიხში მოვიმწყვდიეთ თავი. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად კი უნდა ვეცადოთ. ამ მატჩში მე მხოლოდ ჩვენი შეცდომები დავინახე, რომელიც მეტოქემ არ შეგვარჩინა.

- იგივე შეცდომები საპასუხო თამაშშიც ხომ შეიძლება განმეორდეს და შესაძლოა, "ნეფთჩიმ" იქაც მოიგოს...
- არ მგონია, რომ ზედიზედ ორ თამაშში ამდენ შეცდომას დავუშვებთ. მით უმეტეს, საპასუხო მატჩი შინ გვაქვს.

დიახ, 3:0 - ეს თითქმის შემდეგ რაუნდში გასვლას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ.

- თქვენ, ფაქტობრივად, არაფერი გითქვამთ "ნეფთჩიზე"...
- თქვენმა გუნდმა ცივსისხლიანობა გამოიჩინა და მომენტები გამოიყენა, რაც მის კლასზე მეტყველებს. ბაქოელებმა თავიანთი საუკეთესო თამაში აჩვენეს. მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, თავად წავაგეთ. მე "ნეფთჩის" ისეთ გუნდად არ მივიჩნევ, რომლის ბარიერის დაძლევა შეუძლებელია. თუმცა იმ თამაშით, როგორიც ვაჩვენეთ, წინ წასვლა წარმოუდგენელია.

"ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო.

- რა იქნება, თუკი საქართველოს ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე ვერ გავა?
- მინდა, რომ "ზესტაფონმა" გააღწიოს, მაგრამ თუ ამას ვერ შევძლებთ, "ნეფთჩის" მომავალ ბრძოლებში წარმატებებს ვუსურვებ.

თუმცა მე საპასუხო მატჩის წინ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ გავაანალიზებთ ამ თამაშს და მეტოქის სუსტ წერტილებს ვიპოვნით, რითაც შემდეგ ვისარგებლებთ.

მომზადებულია www.azerisport.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
დათო კარგია ოპტიმიზმი, მაგრამ ვისურვებდი თქვენს გუნდს დაცვისთვის მიეხედა, შენ პირადად კი წონისთვის.რაღაც მჯერა, რომ ზესტაფონი გააცამტვერებს ნეფტჩის ზესტაფონში. დიდი არაფერი გუნდია. მართლა ზესტაფონმა წააგო რა, როგორ შეიძლება ასეთი ბავშვური შეცდომები ასეთი გამოცდიკი ფეხბურთელებისგან.
aba araaaaaaaaaa
11:21 18-07-2012
0
MERE RO WAAGO,MAGIA SAQME MAGISTANA GOLEBS RO GAUSHVEB,DACVA SAD IYO.
gegi
11:36 18-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული