ტარლან ახმედოვი: "ზესტაფონი" 22-ე წუთამდე გვჯობდა

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და ბაქოს "ნეფთჩის" ზესტაფონური მატჩის (2:2) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ტარლან ახმედოვი წარსდგა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომლებიც იმდენნი იყვნენ, რომ საპრესკონფერენციო დარბაზშიც არ ეტეოდნენ, ბაქოელთა დამრიგებელს ოვაციებით შეხვდნენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, თავიდანვე ვამბობდი, რომ რთული თამაში გველოდა. ჩემი ვარაუდი გამართლდა, ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი იყო. წარმატებას გუნდური თამაშით მივაღწიეთ.

დღეს ძლიერი მეტოქე გვყავდა, გუნდი, რომელმაც გასულ წელს ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშა. ზესტაფონმა აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა და საწყის წუთებში ორი
გოლი გაგვიტანა.

22-ე წუთამდე ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ და მეტოქე გვჯობდა. ვობაის გოლის შემდეგ კი თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ასეთ თამაშებში თამაშზე მეტად შედეგია მნიშვნელოვანი. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ჩემპიონი დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. "ზესტაფონს" კი წარმატებებს ვუსურვებ.

- მას შემდეგ, რაც ზესტაფონი 2:0 დაწინაურდა, ხომ არ ფიქრობდით, რომ თქვენს გუნდს გაუჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა?
- ჩემი გუნდის მჯერა და ვიცოდი, რომ მდგომარეობას გამოასწორებდა. საბედნიეროდ, "ნეფთჩი" ამ მხრივაც მზად აღმოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული