მალე ლანჩხუთის სტადიონს ვეღარ ვიცნობთ

AutoSharing Option
მართალია, ლანჩხუთის "გურიამ" უმაღლესი ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, მაგრამ "ევგრაფი შევარდნაძის" სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია მაინც დაიწყო და უკვე საკმაო რაოდენობის სამუშაოებიც შესრულდა.

სტადიონს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია უტარდება. მინდორს ბერძნული კომპანია დააგებს. აღსანიშნავია, რომ ბალახის საფარის რეაბილიტაცია იქ ბოლოს 26 წლის წინ განხორციელდა. ჩრდილოეთის მხარეს არსებული დაქანების გამო ხრეში იყრება, რათა მინდორი სწორი იყოს. ცნობისათვის, ჩრდილოეთის მხარე სამხრეთისაზე 30 სანტიმეტრით დაბალია.

პარალელურად, კეთდება სადრენაჟო სისტემაც, სადაც ძველი და წყობიდან გამოსული მილები ახლებით იცვლება. უკვე აღებულია ძველი კარები და მათ ნაცვლად თანამედროვე ალუმინის
კარები დამონტაჟდება.

ამორტიზებული ჩრდილოეთ ტრიბუნა დაინგრევა და აქ ახალი ტაბლო დამონტაჟდება. არსებულ ტრიბუნებზე კი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება და ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება.

მთლიანად განახლდება საპატიო სტუმართა და პრეს-ლოჟები, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა.

გარემონტდება სტადიონის დამხმარე შენობა, სადაც მსაჯთა ოთახები და ფეხბურთელთა გასახდელები მდებარეობს.

ბუნებრივია, რეკონსტრუქცია პირველი ლიგის დაწყებამდე ვერ მოესწრება და ამიტომაც "ევგრაფი შევარდნაძის" რეაბილიტაციის დასრულებამდე "გურია" სათადარიგო მოედანზე ითამაშებს. გეგმაშია მისი რეკონსტრუქცია და სათადარიგო მოედნის ტრიბუნების რეაბილიტაციაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიგლა იმნაძე: ლანჩხუთის "გურიამ" საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალა და დაისაჯა
ლანჩხუთის "გურიის" ფანკლუბი სფფ-ს უმაღლესში დაბრუნებას სთხოვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუგდიდის სტადიონს რაგა ეშველება? აშენდება რამე?
koka
12:13 18-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული