კლუბთან კონტრაქტის გაფორმების დღეს დვალს შეატყობინეს, რომ 9 ნომერი მისი იქნებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს ნომერი ირაკლი ლექვთაძის საკუთრებაა. ამიტომ დვალმა სიმბოლურად, მე-12 ნომერზე შეაჩერა არჩევანი.
"გულშემატკივარი ჩვენთვის მოედანზე მე-12 მოთამაშეა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სიმბოლურად მე-12 ნომერი ამეღო.
სწორედ მათთან ერთად უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა", - ამბობს დვალი, რომლის დებიუტიც, სავარაუდოდ, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ შედგება ზესტაფონში.
"ლელოს" ინფორმაციით, 27 წლის ფორვარდი 18-კაციან განაცხადში იქნება.
12 ნომერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
[ექსკლუზივი] ჯაბა დვალი: რაც "ზესტაფონში" ვერ შევძელი, "დინამოში" მოვახერხებ
ჯაბა დვალის მორიგი და ყველაზე ხმაურიანი დაბრუნება თბილისის "დინამოში"