გოგიტა გოგუა: მომენტები გვქონდა. უბრალოდ, არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
გორის "დილას" ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" (0:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გორელები ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ. პირველი შეხვედრა პორტუგალიაში "დილამ" ანგარიშით 0:1 წააგო.

"ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ და ამან ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ჩვენზე. მგონია, რომ არ გაგვიმართლა.

მას შემდეგ, რაც მეტოქე 10 კაცით დარჩა მოედანზე, უპირატესობა გვქონდა და ვუტევდით კიდეც; ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი მაინც ვერ გავიტანეთ... არ გაგვიმართლა.

ჩემი აზრით, ასეთ მოკლე დროში შეკრებილმა გუნდმა
ბევრი რამე გააკეთა და საფეხბურთო თვალსაზრისით, "დილამ" ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.

ახლა უკვე მთლიანად ჩემპიონატზე გადავერთვებით. გორის "დილას" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მჯერა, დაკარგული ქულების ანაზღაურებას შევძლებთ", - თქვა გოგუამ.

ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ორჰუსთან გაძევების შემდეგ მატჩში რომ ისევ გაფრთხილებას მიიღებდა, არ მეგონა. მე ვთვლი რომ მასთან მუობა შეუძლებელია ეს არის ეგოიზმით გააჟღენთილი კაცი, რომელსაც გუნდურ სპორტში არაფერი ესაქმება, თავის თავის გარდა არაფერს და ვერაფერს ხედავს. შეიძლება ამ ასაკის ფეხბურთელიგან მხოლოდ ერთი გარღვევა და პასი გვახსოვდეს (დანიასთან)
gizog
01 სექტემბერი 2012 12:06
0
>უბრალოდ, არ გაგვიმართლა

ფეხბურთელების ინტერვიუს წაიკიXავ და ან არაფრიტ-გამაგრებული ოპტიმიზმია ან "მტირალა" ბავშვის სიტყვები.

თუმცა გიგიტას შემტხვევაში უფრო "მტირალა" არ შემდგარი ფეხბურტელის სიტYვები უფრო არის. საერტო ჯამში 0.3 წააგეს. ტიტქმის მეორე ნახევარი თბილისში 10-ს წინააგმდეგ ითამაშეს. და Yველა სტატისტიკური მონაცემებიტ ჩამორცებოდნენ (გასვლიტი თამაშის სტატისტიკაზე ხომ არაფერს ვამბობ) - და ეს იძახის "არ გაგვიმართლდაო".

ასეტებიტ რომ არის სავსე სხვა დარგებიც იმიტომ არის სულ უკან რომ მიდის საქარტველოს საქმეები.
OT
01 სექტემბერი 2012 04:26
0
100%-ით გეთანხმები...მართლა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და დიდი პოტენციალის მატარებელი, მაგრამ თავისი ხასიათით აფუჭებს ყველაფერს...პასის გაკეთება არ იცის, თავსაც ვერ თოკავს კრიტიკულ სიტუაციებში...მოკლედ ქეცბას ვეთანხმები რაა და დარწმუნებული ვარ, რომ რასაც მასზე ამბობს ქეცბაია (სადაც დავაყენე, იქ არ ითამაშაო) უეჭველად მართალი იქნება...
gogia
31 აგვისტო 2012 12:56
0
გოგუა არ არის თამაშის ღირსი ადრე ქეცბაიას ვამტყუნებდი მაგრამ რაც ამის თამაშები ვიხილე დინამოში და ეხლა დილაში უკვე გავიგე რა ფეხბურთელი და ადამიანიც არის. ნერვიული და ღორი ფეხბურთელია!!! კომენტარი არ დაბლოკოთ
სამართლიანი
31 აგვისტო 2012 12:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული