"ჩემთვის შეწყალება ისეთივე გაურკვეველია, როგორც ჩემი დაპატიმრება. ვერ გავიგე, ან რას მიჭერენ, ან რას მიწყალებენ. მე არავის მოწყალება არ მჭირდება.
ერთადერთი, რაც მჭირდება, გამართლებაა - მე უდანაშაულო ვარ.
იმედი მაქვს, კანონმდებლობა შეიცვლება და მომეცემა საშუალება, ჩემი საქმე გადაიხედოს", - აცხადებს დემეტრაძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში.
ყოფილი ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიწვიოს.
"სტრასბურგში ჩემი საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. იმედია,
დემეტრაძე კახი კალაძის რეგიონალური და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, კალაძის სამინისტროს წარმატებაში მალე ყველა დარწმუნდება.
"კახი კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება ნებისმიერ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებს", - აღნიშნა დემეტრაძემ.
როგორც ყოფილი ფეხბურთელი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პროტესტის ნიშნად ორი დღე შიმშილობდა, თუმცა, მისი თქმით, მსგავსი ფიზიკური ძალადობა მის მიმართ არ ყოფილა.
"გლდანის საპყრობილეში ერთხელ კარცერში ჩამსვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცინოდი. პატიმრები მათთვის მონებთან ასოცირდებოდნენ. ფიზიკური ზეწოლა ჩემს მიმართ არ ყოფილა", - აღნიშნა დემეტრაძემ.
გიორგი დემეტრაძე ფეხბურთელებისგან გამოთქმულ მისი მონახულების სურვილსაც გამოეხმაურა.
"ფეხბურთელები რატომ არ აქტიურობდნენ, ან მოგვიანებით რატომ დაიწყეს აქტიურობა, ეს არ ვიცი. ჯობია, მათ ჰკითხოთ და ამ კითხვაზე ისინი გაგცემენ კომპეტენტურ პასუხს".
ესაუბრა მარი მგალობლიშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: როგორც ვიცი, დემეტრაძეს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ
გიორგი დემეტრაძეს მალე გაათავისუფლებენ?
პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა
შეუშვებენ ცნობილ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძესთან?
ალეკო ამისულაშვილი: ჩვენ დემეტრაძის გათავისუფლებას ვემხრობოდით
დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება
ეგ შეწყალება მაგ კლოუნმა ... და ათასლარიანი ვაუჩერით დაიცოს. შეწყალება თითონ აქვს ეხლა სათხოვნელი და ან მიიღებს, ან _ არა.