კვირის 1000 წვრილმანი: დეკორატიული დანამატი

AutoSharing Option
კვირის მთავარი ამბავი ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის განცხადება იყო.

რატომ მოხდა ასე, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი - ამაზე "ლელოშიც" დაიწერა და საფეხბურთი სამყარომაც ყბად იღო კობიაშვილისა და იაშვილის პოზიცია.

ფეხბურთის ფედერაცია რამდენად არის დამნაშავე იმაში, რომ კობიაშვილსა და იაშვილს დროულად არ გადაუხადა მადლობა ნაკრებული კარიერის გამო, ამაზე დავა ალბათ შეიძლება, ოღონდაც ეს ძალიან დელიკატური საკითხია, იმდენად დელიკატური, რომ ყველა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი წასულა სარბიელიდან ისე, რომ მისთვის ოფიციალური მადლობა არ უთქვამთ და არც გამოსამშვიდობებელი მატჩი
ღირსებიათ. ასე მომხდარა საქართველოში და არა მხოლოდ.

მადლობა და დამშვიდობება კი აუცილებელი ეტიკეტია, რადგან საქმე ადამიანის ადამიანურად დაფასებას ეხება. გულისტიკივილიც აქედან მოდის.

ფედერაციამ კობიაშვილისა და იაშვილის განცხადების მერე თქვა, ნოემბერში მოვუწყობთ გაცილებასო.

რაღაც ვერ გამოვიდა კარგად და ცხადია, ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. მიზეზებზე წერამ, ყველაფრისთვის ყურადღების მიქცევამ, ვარაუდების გამოთქმამ კი კიდევ ერთი წყენა გამოიწვია - განცხადებას კუდები რატომ გამოაბითო.

კობიაშვილისა და იაშვილის ნაკრებიდან წასვლამ სევდაც გააჩინა. მათ ბევრი იშრომეს ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა - საქართველოს ნაკრებმა ვერასდროს მოახერხა, რომ შესარჩევი ციკლის შუისითვის მაინც ყოფილიყო ჯგუფიდან გასვლის რეალური პრედენდენტი.

დინამოელი იაშვილის გოლი კრისტოფ დაუმის "ლევერკუზენთან" , ფრაიბურგელი კობიაშვილის უზადოდ შესრულებული ჯარიმა ოლივერ კანის კარში...

კობიაშვილსა და იაშვილს ნაკრებშიც გაუტანიათ გოლები, წინა შესარჩევში სწორედ კობის გოლით მოვუგეთ ხორვატიას, ნამეტანი გემრიელი გამარჯვება გამოვიდა.

საფრანგეთთან კი ძალიან კარგად გამოჩნდა, რა კლასიც აქვთ იმ ნაკრებელებს, კობიაშვილისა და იაშვილის მაგივრად რომ თამაშობენ დღეს საქართველოს ეროვნულ გუნდში, ოღონდაც თემურ ქეცბაიას პასუხს მაინც ვერავინ მოჰკითხავს - ის ხელშეუხებელია.

ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

ოპტიმალური გამოსავალი: კობიაშვილს და იაშვილს ნოემბერში გავაცილებთ

* * *
საქართველოს ქალთა ნაკრებმა კი შესარჩევის პირველ მატჩში ლიტვას სტუმრად მოუგო. ქართველ ქალებს ფეხბურთის თამაში დიდად არ უყვართ და ქალთა ფეხბურთიც ჩვენთან სპორტის ოდენ პერიფერიული სახეობა უნდა იყოს.

დღეს აღარ კამათობენ იმაზე, თუ რამდენად ესთეტიურია ქალების ფეხბურთი, რადგან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა ფეხბურთი უკვე კარგა ხანია, რაც საკმაოდ პოპულარულია. ესეც რომ არა, ქალებს არ უყვართ, როცა მათ განიხილავენ როგორც მხოლოდ დეკორატიულ სქესს.

ქალებს ფეხბურთში სათქმელი მართლაც არაფერი აქვთ, ქალებს ალბათ არასდროს ეყოლებათ თავიანთი მესი და რონალდო, მაგრამ მათი თამაშის ნახვა მაინც მიმზიდველია.

ქალთა ფეხბურთი საქართველოში ფეხბურთის დანამატია - ჯერ ასეა და ვნახოთ, მერე რა იქნება. ეს დანამატი კი აუცილებელია, თუნდაც ფეხბურთის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიტვას მოუგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]

* * *
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურმა დაგვანახა, რომ მსაჯობა ისევ თემაა.

როცა მსაჯს სულ ერთი და იგივე გუნდის სასარგებლოდ მოსდის შეცდომები, როცა მსაჯი ცოცხალ კედელს ლამის 12-13 მეტრზე წევს იმავე გუნდის სასარგებლოდ, რატომ ინიშნება ეს მსაჯი ისევ ამ გუნდის ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე?

ეს ის შემთხვევაა, როცა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს პროკურატურისთვის რაღაც მასალების გადაგზავნა. არის საკითხები, რომელთა მოგვარება მარტივადაც შეიძლება.

მე მაინც მგონია, რომ წინ მივდივართ. გასულ უქმეებზე ქუთაისში გახლდით ქართულ კლასიკოზე და "ტორპედო"-"დინამომ" ის ყველაფერი დაიტია, რასაც ფეხბურთი ჰქვია. კარგი თამაში, გულშემატკივრობა, დრამატული ეპიზოდები, მართლაც რომ საფეხბურთო ატმოსფერო...

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობიდან კი სტადიონზე ვერავინ დავინახე.

ტორპედო-დინამო (თბ) 1:1 - კლასიკო ჩვეული სცენარით [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოეე ლელოო დინამო დილაზე რომ 100% პენალტი არ დაუდეს დინამოს სად იყავით? და ვიტ ჯორჯიასთან რომ ქულები დავკარგეთ მაგის გამო და კიდევ არაერთ გასვლით მატჩში ქულები მსაჯობის გამო რომ დავკარგეთ რატომ არ წერთ ჰა? ხეცაძემ სახლის თამაშში 3 კაცი გაგვიგდო და ბოლო წუთზე ხმალაძე რომ იდგა კარებში 16 მეტრიდან ჯარიმა დაარტყმევინა და კიდევ მაგას წერ? ობიეკტურობა არ გაწყენდა შენ ხშირად წერ დინამოს წინააღმდეგ.
avto
11:40 07-04-2013
0
სულაც არ მინდა ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელების ღვაწლი დავაკნინო, თუმცა საფრანგეთთან ტამაში ნამდვილად არ იყო საუკეთესო მაგალითი წინა და ეხლანდელი ტაობის ფეხბურთელების შესადარებლად. საამისოდ გავიხსენოთ 2006 წლის თბილისური მატჩი ფრანგებთან, სადაც პირწმინდად და უშანსოდ წავაგეთ კიდევ უფრო დიდი ანგარიშით (3:0) და სადაც ჩვენი ვეტერანებიც თამაშობდნენ. პირიქით, ახალი თაობა უნდა წავახალისოთ და გავამხნევოთ, რომ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიონ!
Tengo
11:54 07-04-2013
0

სიახლეები პოპულარული