რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებამ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ.

თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.

რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).

სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით
ითამაშებს.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.

მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.

* * *
პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს ვთხოვეთ.

"აზერბაიჯანთან კონტაქტი ყოველთვის გვქონდა და მეზობლობისა და კარგი ურთიერთობის წყალობით, თამაშის პრობლემა არ ყოფილა.

თუ პროექტს კარგად განვახორციელებთ, მათთან და ყაზახებთან ერთობლივი ჩემპიონატი უდავოდ საინტერესოა. ჩვენი ფეხბურთი უკვე იმდენად დაობლებული და "დაკონსერვებულია", ნებისმიერი "ფანჯარა" მისაღები ჩანს. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მოთამაშეე
ბს, მწვრთნელებს, კლუბებს, მედიას გამოაცოცხლებს და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ გვიბიძგებს.

სხვა ქვეყანაში თამაშის დროს მეტი თავდადებით ცდილობ შენი ქვეყნის ინტერესის დაცვას. ვარჯიშზეც უფრო მეტად ინდომებ, რათა გაიზარდო და მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო.

ასევე, კლუბის ყველა მეპატრონე მოინდომებს, რომ ჩემპიონატში საუკეთესო სტადიონი ჰქონდეს, საუკეთესო ლეგიონერი და მწვრთნელი ჩამოიყვანოს და მთლიანობაში, ქვეყანა და საკუთარი თავი ღირსეულად წარმოადგინოს.

ასე ყველა გაიზრდება, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს: ცუდი ორგანიზაციით კარგ იდეასაც გავაუფასურებთ. ასეთ ლიგაში ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ შესაძლოა, გუნდები ნაციონალური კუთხით "შეეკრან" ერთმანეთს და ეს სავსებით რეალური მგონია.

ასე რომ, ერთობლივ ჩემპიონატს ბევრი პლუსი და მინუსი აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი ჯერ ჩვენთვის ავწონ-დავწონოთ, რადგან საქართველო ამ სამ ქვეყანას შორის ყველაზე ღარიბია, ჩვენს კლუბებს უჭირთ, ამ დროს კი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ყველა კლუბის ბიუჯეტი მინიმუმ 2-3 მილიონ დოლარს აღემატება. ჩვენში ამხელა ბიუჯეტის მქონე კლუბებს მდიდარს ვეძახით.

დასაფიქრებელიც სწორედ ესაა, ისეთი ნაბიჯი არ გადავდგათ, რაც ჩვენს სახელს საბოლოოდ დაასამარებს. მე კი მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოვიჭრათ",
- ამბობს ძოძუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
მკითხველის კომენტარები / 11 /
. ასე აღარ შეიძლება. ხალხი დაიღალა ამდენი წაგებით. ჩვენ ვთამაშობთ უაზრო ფეხბურთს . თუ შეგიძლიათ დაუბრუნეთ დინამოს თავისი ღირსება, თუ არა და სხვა გზა მოძებნეთ . ხალხს გვინდა შედეგი და 1981 წლის დინამოს მსგავსი წარმატებები მსოფლიო ტურნირებზე. უკვე 23 წელია გასული და წინსვლის ნავლად უკან წავედით რა გუნდებთან გვაქვს წაგებები სასაცილოა უბრალოდ . პატივი ეცით ყიფიანის , დარასელიას და ბევრი სხვების ხსოვნას ათამაშეთ ის ვისაც მართლა შეუძლია და ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთის თამაში. გააკეთეთ ის რაც გააკეთა ნოდარ ახალკაცმა.
კახაბერ
15:11 20-08-2013
0
ხალხო,23-ი წელი გავიდა და თქვენ ჯერ კიდევ აზრზზე ვერ მოსულხართ რა ხდება მსოფლიო ფეხბუეთში,რით ვერ გაიგეთ,რომ მსოფლიოში მხოლოდ ევროპის ხუთი ქვეყანაა სადაც ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა განვითარებული,[ინგლისი,საფრანგეთი,ესპანეთი,იტალია და გერმანია] დანარჩენი ქვეყნები,მეტ-ნაკლებად წარმოიდგენენ ამ ქვეყნების საფეხბურთო კოლონიებს,მთელ მსოფლიოში ყველა ფეხბურთელის ოცნება და მიზანია ამ ქვეყნებიდან რომელიმეში გააგრძლონ კარიერა.საბჭოთა კავშირის დროსაც აკრძალული რომ არ ყოფილიყო საზღვარგარეთ წასვლა,ვინ დარჩებოდა აქეთ,არავინ მთელი საბჭოთა საფეხბურთო ელიტა წავიდოდა ევროპაში და იქ ითამაშებდნენ.ასე,რომ რელურად ვიაზროვნოთ,ჩვენ დღესდღეობით მცირედით თუ შეგვიძლია ჩვენი ჩემპიონატის დონის აწევა.
roma
12:52 17-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული