რესპონდენტებს ორი კითხვა დავუსვით:
1. როგორია თქვენი აზრი ფედერაციის ამ იდეაზე?
2. როგორ უყურებთ იმას, რომ ამ ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება გააგრძელონ და პარალელურად, ერთმანეთშიც ითამაშონ მთელი სეზონის განმავლობაში ევროტურნირების მსგავსი ფორმატით?
გიორგი ყიფიანი (რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი):
1. ვიდრე ამ იდეას შევაფასებთ, ჯერ ბევრი საკითხია დასადგენი. მიმაჩნია, რომ ამ
ჩვენი მობილიზაცია და მოტივაცია იქითკენ უნდა იყოს მიმართული, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, ქართული ფეხბურთი.
თუ ამ პროექტის დადებით მხარეებს წარმოგვიდგენენ, ვნახოთ, როგორი იქნება საყოველთაო აზრი, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ასეთი იდეა გამართლებულად მაინც არ მიმაჩნია.
2. იმის წინააღმდეგი არ ვარ, თუ ქართული კლუბები ეროვნული ჩემპიონატის გარდა, სხვა ტურნირშიც მიიღებენ მონაწილეობას.
საერთაშორისო დონეზე მატჩების გამართვა ახალ გამოცდილებას მოიტანს და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. პირველ რიგში კი, ჩვენს გაძლიერებაზე, ქართველი ფეხბურთელების ფეხზე დაყენებაზე უნდა ვიზრუნოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება