მამუკა წერეთელი: დსთ-ის ჩემპიონატი საქართველოს და მსგავს ქვეყნებს უფრო სჭირდებათ

AutoSharing Option
უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემამ "11/11"-მა საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "მეტალურგის" ყოფილ მცველს მამუკა წერეთელს რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების შესაძლო გაერთიანებაზე კომენტარი სთხოვა.

"ეს ტურნირი კარგი იქნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ჩემპიონატის დონე მოიკოჭლებს.

შემიძლია ვთქვა, რომ დსთ-ის ჩემპიონატი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გუნდების კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ვგულისხმობ სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება უკრაინას, მიმაჩნია, რომ რუსეთის მსგავსად, მას სხვა ქვეყანასთან საფეხბურთო შერწყმა არაფერში სჭირდება, რადგან აქ საკმაოდ მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, რომელსაც ძალიან კარგი რეიტინგიც გააჩნია.

მის
პრესტიჟზე ერთი ტენდენციაც მეტყველებს: ბევრი უცხოელი ფეხბურთელი ცდილობს უკრაინულ და რუსულ გუნდებში მოხვედრას. ამ ორი ქვეყნის კლუბები ევროპულ გათამაშებებში საკმაოდ ფართოდ არიან წარმოდგენილები და გაურკვეველი ფორმატის მქონე გაერთიანებულ ტურნირზე მონაწილეობა არაფერს არგებთ",
- განაცხადა წერეთელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბსოლუტურად ვეთანხმები მამუკა წერეთელს,ყველა სიტყვაში. ჩემის მხრივ დავამატებ,რომ მოსაბეზრებელია ეს სულელური ლაპარაკი-დონე უნდა ავამაღლოთ, გუნდებს პირობები და ინფრასტრუქტურა სჭირდებათ და ასე შემდეგ რა გამოვიდა რამე? უფსკრულში ვართ,არც ბიზნესი ინტერესდება და ფეხბურთელების დონე მინუსია. 22 წელი ერთიდაიგივე , ამოვიდა ყელში.სანამ ჩვენს ფეხბურთელებს კენწვლაც არ დავიწყებიათ ...
MARADONA
15:22 16-05-2013
2
ჭკვიანი კაცი
ლაშა
18:51 16-05-2013
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული