[გაიცანით 19-წლამდელები] ლევან გეგეჭკორი: როცა ქვეყნისთვის თამაშობ, არავისი გეშინია

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან გეგეჭკორი (N5) ბელგიის ნაკრებთან მატჩში

როდესაც მარტვილის "მერანი" უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ 17 წლის ლევან გეგეჭკორი "გამოაჩინა".

ახალგაზრდა სპეციალისტი ნიჭიერ მოთამაშეს მოედანს ნელ-ნელა აჩვევდა. შეიძლება ითქვას, ლევანი პირველ ნაბიჯებს გუნდთან ერთად დგამდა, მასთან ერთად გაიზარდა და მარტვილის ფეხბურთის სახე და წარმომადგენელი გახდა 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლით საქართველოს დიდი სიხარული მიანიჭა.

დღეს ლევან გეგეჭკორი ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

- სად და ვისთან დაიწყე ფეხბურთზე სიარული და რომელმა მწვრთნელმა მოახდინა შენს ჩამოყალიბებაზე გავლენა?
- ფეხბურთზე
საკმაოდ გვიან, 12 წლისა შევედი. ვარჯიში "მერანის" საფეხბურთო სკოლაში დავიწყე, პირველი მწვრთნელი კი მიხეილ ხელაია იყო.

სკოლის შემდეგ "მერანში" მიმიწვიეს, რომელიც მაშინ პირველ ლიგაში ასპარეზობდა. უმაღლესში გადასვლის მერე დუბლებში გადამიყვანეს, სადაც მწვრთნელი შეგვეცვალა და დაინიშნა არჩილ ჩხაბერიძე. ეტყობა, ბატონი აჩიკო და "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია მაკვირდებოდნენ და უმაღლეს ლიგაში მათამაშეს.

- 12 წლამდე ფეხბურთი არ გიყვარდა?
- როგორ არ მიყვარდა, ნებისმიერი პატარა ბიჭივით, მეც ფეხბურთზე ვგიჟდებოდი და როცა დრო მქონდა, სულ ვთამაშობდი, მაგრამ რატომღაც, სერიოზულად ვარჯიშზე არ ვფიქრობდი.

- 19-წლამდელების წევრებიდან უმაღლეს ლიგაში ყველაზე დიდხანს თამაშობ - ეს შენს გაზრდაზე გავლენას მოახდენდა...
- ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა ამჟამინდელმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ. ჩემ მიმართ დიდი ნდობა გამოიჩინა და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 17 წლის ასაკში მათამაშა. სწორედ ამის შემდეგ შემამჩნიეს 19-წლამდელთა ნაკრებში. ამისთვის მთელი ცხოვრება ბატონი მალხაზის მადლიერი ვიქნები. დამეთანხმებით, 17 წლის ბიჭს უმაღლეს ლიგაში ყველა გუნდის მწვრთნელი არ ენდობა, მით უფრო, იმ დებიუტანტ გუნდში.

- ელიტრაუნდზე ნაკრებში დაცვის რომელ ფლანგზე თამაშობდი?
- ელიტრაუნდშიც და შესარჩევ ციკლშიც მარჯვენა მცველად ვითამაშე.

- შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში, ისლანდიასთან უცნაური ამბავი შეგემთხვა: 94-ე და 97-ე წუთებზე (?!) არბიტრმა ორი ყვითელი ბარათი გაჩვენა და მოედნიდან გაგაძევა, რის გამოც ელიტრაუნდში ინგლისთან მატჩი გამოტოვე...
- მიზეზი უდისციპლინობა არ ყოფილა: ბარათები ჯერ მეტოქესთან უხეშობისთვის, მეორე კი - ინგლისურის არცოდნის გამო მიჩვენეს!

ისლანდიას 2:0-ს ვუგებდით, როდესაც არაბულს ეუხეშნენ და ბიჭები ბაჩანას გამოექომაგნენ. ვითარება ისე დაიძაბა, ჩვენს დასამშვიდებლად მოედანზე ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა შემოვარდა. სანამ სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდებოდა, მსაჯმა ინგლისურად მითხრა, აუტი არ ჩამოაწოდოო. ენის უცოდინრობის გამო ვერ გავიგე, რას ამბობდა და აუტზე მეორე ყვითელი ბარათი ამიფრიალა.

უდისციპლინო კი ნაღდად არ ვარ, რაზეც ფაქტები მეტყველებს - ბოლო ორ სეზონში 36 შეხვედრაში სულ 2 ყვითელი დავიმსახურე.

- ამ მინი-ტურნირმა ქართულ ფეხბურთსა და მის მომავალზე რა წარმოდგენა შეგიქმნა?
- საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ზედიზედ ორჯერ, შარშან და წელს ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. აქედანაც ჩანს, რომ საქართველოში ნიჭიერი თაობები იზრდებიან. ალბათ, ეს იმიტომაც ხდება, რომ საქართველოში ნელ-ნელა ფეხბურთისთვის მოიცალეს და დონეც მეტ-ნაკლებად იზრდება. ეს ძალიან მახარებს და მაიმედებს, რომ იქნებ ჩვენმა თაობამ მაინც ითამაშოს იმ დონეზე, რაზეც ჩვენი გულშემატკივრები ოცნებობენ.

- ევროპის ჩემპიონატზე ბევრად უფრო მძიმე მატჩები გველის, ვიდრე ელიტრაუნდში - საჩუქარი არც საფრანგეთია და არც თურქეთ-სერბეთი...
- რა თქმა უნდა, ჯგუფში სერიოზული მეტოქეები გვყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან თამაში შეუძლებელია. პირიქით, როდესაც შენი ქვეყნის ღირსებას იცავ და მატჩის დაწყებამდე ქვეყნის ჰიმნს მღერი, იქ ძალა გემატება და მნიშვნელობა აღარ აქვს, მეტოქე ვინ არის - უბრალოდ, შენ უკან არის ხალხი, ვისაც უყვარხარ, ვისაც შენი იმედი აქვს და მათი მოლოდინის გასამართლებლად, მოედანზე თავი უნდა დადო და მოიგო!

- როდესაც მწვრთნელი შედეგს აღწევს, ყველას აინტერესებს, როგორ მუშაობს ფეხბურთელებთან და სხვებისგან რა თვისებები გამოარჩევს - დამაჯერებლობა, მოთამაშეების გახსნის უნარი თუ სხვა რამ - გია ცეცაძეზე გეკითხები...
- რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გასვლა ბატონი გიას და მისი შტაბის დიდი დამსახურებაა. ამ ადამიანებს აქვთ ქვეყნის, ქართული ფეხბურთის დიდი სიყვარული, ცოდნა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. შედეგს ამიტომაც მივაღწიეთ.

ნაკრებში გატარებული თითოეული დღე ჩვენთვის იყო დიდი სიხარული, ძალიან მეგობრული გუნდია და წარმატებას ამიტომაც აღწევდა. ამ გუნდის წევრობით მე ბედნიერი ადამიანი ვარ.

- ახლა ყველა წარმატებულ და ნიჭიერ მოთამაშეებს ეძებს - შენ უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა არ შემოგთავაზეს?
- ჯერჯერობით კლუბის შეცვლაზე მართლა არ მიფიქრია.

- ევროპის ჩემპიონატამდე "მერანში" ივარჯიშებ?
- როგორც მითხრეს, "მერანი" 24 ივნისს შეიკრიბება და შეკრებას გუნდთან ერთად გავივლი. ნაკრებთან ერთად კი 6 ივლისს ლატვიაში გავემგზავრები, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე მოვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევააან ,ძალიან მაგარი ადამიანი ხარ ! ვამაყობ შენით! წარმატებებს გისურვებ :* რაც შეეხება კომენტარებს, ფოტოა ასეთი თორემ ლევანი ძალიან სიმპატიური ახალგაზრდაა !
0
Mე ის ვიგულისხმე რომ სურათი შეეშალათ,აშკარად კაცია,19წლისანი არ ყოფილხართ?!მეტი არაფერი,ისე ზანგები ცნობილი ნაგლები არიან ასაკის გადაკეთებაში ურცხვად ,,,
Vova
14:13 20-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული