Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" არველაძემ ჩვენი საიტის მკითხველის კითხვაზე პასუხის გაცემისას არ გამორიცხა, რომ მან შესაძლოა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა იმ შემთხვევაში, თუ ზვიად სიჭინავა საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს.
აქვე გეტყვით, რომ ზვიად სიჭინავას არაერთხელ განუცხადებია აქამდე, რომ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ სურს.
რევაზ არველაძესთან "ინტერნეტკონფერენციის" ვიდეომასალას 28 ივნისს, დღის მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ.