ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ გუნდს სპარინგ-მატჩში უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო", რომელიც სეზონისწინა შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება, რიგით მესამე საკონტროლო მატჩში სლოვაკურ "პოდბრეზოვას" დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იმერული კლუბის მეტოქე სლოვაკური "ჟილინა" იქნება და ამიტომაც 27 ივნისს გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო.

მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, "ტორპედოს" შემადგენლობა კი ასეთი იყო: მიგინეიშვილი (46. ქვილითაია), ტაბატაძე (46. გაბაძე), ნ. ჭანტურია, ზ. ჭელიძე (46. სანდოხაძე), ჩიტეიშვილი (46. უბილავა), ცინცაძე, გოროზია (46. მზევაშვილი), გიგაური, კუხიანიძე, ფანცულაია, რ. ბარაბაძე (46. მარკოზაშვილი).

შეგახსენებთ, პირველ ავსტრიულ სპარინგში "ტორპედო" ავსტრიულ "გრიოდიგთან" 1:5 განადგურდა, რის
შემდეგაც სლოვაკურ "კოშიცესთან" 2:3 დამარცხდა. ამ ორი მატჩის შესახებ "ტორპედოს" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსა მულეტმა კლუბის ვებგვერდთან საუბარში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ეს ამხანაგური თამაშები მნიშვნელოვანი იყო. უნდა გვენახა, თუ როგორ იყვნენ ფეხბურთელები მზად როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ამიტომ უმეტესი მათგანი გამოვცადეთ.

გასულ მატჩებში ნათლად გამოჩნდა ჩვენს თამაშში ხარვეზები, რაც ბუნებრივი იყო, რადგან გუნდმა ასეთი შემადგენლობებით პირველად ითამაშა.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუნდი ერთ ოჯახად ყალიბდება. იმედია, გაწეული სამუშაო დაგვიფასდება და დროის სიმცირის მიუხედავად, 4 ივლისისთვის სათანადოდ ვიქნებით მზად.

რაც შეეხება ევროპის ლიგაზე ჩვენს მეტოქეს, სლოვაკეთის "ჟილინა" საკმაოდ ძლიერი და დიდი ევროპული გამოცდილების მქონე გუნდია. მიუხედავად ამისა, "ტორპედოს" მიზანი არის გამარჯვება და გულშემატკივრების გახარება.

ჩვენს გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ გაიაროს პირველი ეტაპი".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი ონიანსა და ვალერი ბოლქვაძეს ხელს არ ვკრავთ
ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილმა "ტორპედომ" შეკრებაზე მეორე მატჩიც წააგო [VIDEO]
ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილი ქუთაისის "ტორპედო" პირველივე ტესტში განადგურდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცს ჟილინა ის ხომ არ გონია აქ პირველ ლიგაში სანგურალს და მერცხალს რომ უგებდა ამ პატარა ბიჩებით, ეხ ნეტა საერტოდ ოდესმე დაადგება საქართველოში ფეხბურთს საშველი?? დგესდგეობით საქართველოში ფეხბურთი არ არსებობს
zura
16:32 28-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული