უმაღლეს ლიგაში მონაწილე კლუბებს საწევროს გადახდა აღარ მოუწევთ

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბებს წლევანდელ სეზონში 40 000 ლარის ოდენობის საწევრო გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე მიიღეს, რომელიც 28 ივნისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, საწევრო გადასახადის მოხსნის გადაწყვეტილების მიზეზი კლუბებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობაა.

მისივე თქმით, კლუბების ხელშეწყობის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სპორტის სამინისტროსთან და არსებობს დაპირება, რომ წლის ბოლომდე გარკვეული თანხების გამოყოფა და გუნდებზე თანაბრად გადანაწილება მოხდება.

ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატელევიზიო პროექტის დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან,
რომელიც შიდა ჩემპიონატს სრულად გააშუქებს.

კლუბების ფინანსური საკითხების გარდა, დღევანდელ ყრილობაზე დამტკიცდა ფედერაციის ბიუჯეტი.

გენერალური დირექტორის, რევაზ არველაძის განცხადებით, 2013 წელს ფედერაციას 7 მილიონი ლარის ბიუჯეტი ექნება, რაც წინა წლის ბიუჯეტის ნახევარია.

დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაიზრდება ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრების რაოდენობა და ყველა კლუბსა და ასოციაციას თავისი წარმომადგენლები ეყოლება. აღმასკომის წევრების რაოდენობა გაიზრდება, სავარაუდოდ, ოთხი ან ხუთი ადგილით.

ამასთან, 28 ივნისს მოხდა აღმასკომის ორი წევრის ცვლილება. ლადო ვარძელაშვილის ადგილი დაიკავა რომან ფიფიამ, ხოლო დავით ნამგალაურის ადგილი - სერგო კუტივაძემ.

ამასთან, ყრილობის შემდეგ, რომელიც რიგით 22-ე იყო, ოფიციალურად დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების თარიღი.

ზვიად სიჭინავას განცხადებით, შიდა ჩემპიონატი სტარტს აიღებს 10 აგვისტოს, მანამდე კი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომები გაიმართება და ფედერაციის მხრიდან მოხდება მონიტორინგი სტადიონების, კლუბების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და სხვადასხვა ტექნიკური დეტალის, რომელიც არის საჭირო ჩემპიონატის დასაწყებად.

interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავას სჯერა, რომ საქართველოს ჩემპიონატში "ზესტაფონი" ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთერთი ქართული ოცნება ავისრულდა ქართველებო გილოცავთ.გავინახევრეს ფული ფეხბურთში. ველოდებით შემდეგ ოცნების ასრულებას ხახახა.
gaga
18:59 28-06-2013
0
გეფიცებით მე ვარ მოწმე ჩემი მეზობელისგან როგორ აიღო ფული ელენე თევდორაძემ და ციხიდან როგორ გამოიყვანა კაცის მკვლელი, დღეს უცოდვილო კრავივით ლაპარაკობს.ესაა სამართალიი?
sasha
19:07 28-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული