ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი: ძალიანაც სწორად მოვიქეცი, გორის "დილაში" რომ მოვედი

AutoSharing Option
ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი ევ­რო­პის ლი­გის გან­მე­ო­რე­ბითი შეხ­ვედ­რის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა: 25 ივლისს გო­რის "დი­ლა" "ოლ­ბორგს" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ზაფხუ­ლის სატ­რან­ს­ფე­რო ამ­ბებ­ში რა­ტომ­ღაც რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გე­ლი "კრას­ნო­და­რი­სა" და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის ჩა­მოს­ვ­ლა და­იჩ­რ­დი­ლა. არა­და, და­ნი­ე­ლებ­თან პირ­ველ მატ­ჩ­ში გა­მოჩ­ნ­და, რე­ვიშ­ვი­ლი გო­რე­ლე­ბის­თ­ვის რამ­ხე­ლა ძა­ლაა - მშვი­დი და სა­ი­მე­დო მე­კა­რე თა­ნა­გუნ­დე­ლებს შე­ტე­ვე­ბის­თ­ვის ზურგს უმაგ­რებ­და.

და თუ სე­ზო­ნის უმ­თავ­რეს შე­ნა­ძე­ნებ­ზე მიდ­გე­ბა ლა­პა­რა­კი, რე­ვიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა, უდა­ვოდ, გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­პე­რი გო­რულ კლუბ­ში მცი­რე ხნით ითა­მა­შებს და მე­რე ისევ უცხო­ეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა.

- რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გის კლუ­ბი­დან ქარ­თულ­ში გა­დას­ვ­ლა იოლი გა­და­საწყ­ვე­ტი არ იქ­ნე­ბო­და...
- რთუ­ლი იმის­თ­ვის არის, ვინც და­კარ­გუ­ლია. მე ჯერ 26 წლის ვარ, მო­ტი­ვა­ცია არ და­მი­კარ­გავს და სუ­ლაც არ ვთვლი, რომ რუ­სუ­ლი პრე­მი­ერ­ლი­გის გუნ­დის სა­თა­და­რი­გო­ებ­ში ყოფ­ნას ევ­რო­თა­სებ­ზე "დი­ლა­ში" თა­მა­ში არ ჯო­ბია.

უთავ­მოყ­ვა­რეო მე­კა­რე არ ვარ, რომ რუ­სეთ­ში მხო­ლოდ ხელ­ფა­სის აღე­ბით დავ­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბულიყავი და თა­მაშ­ზე არ მე­ფიქ­რა. სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა და ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა რომ მსურს, ამი­ტომ გა­დავ­დ­გი ეს ნა­ბი­ჯი და მი­მაჩ­ნია, ძა­ლი­ა­ნაც სწო­რად მო­ვი­ქე­ცი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ევ­რო­პის ლი­გა­ზე გა­მოვ­დი­ვარ, რაც ძა­ლი­ან კარ­გი პრაქ­ტი­კაა.

სა­ერ­თოდ, სა­დაც უნ­და იყო, მა­ღალ დო­ნე­ზე უნ­და ითა­მა­შო. გო­რის "დი­ლა­შიც" ამ გან­წყო­ბით ჩა­მო­ვე­დი.

- ალ­ბათ, დრო­ე­ბით...
- მეც ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მა­ლე უკე­თეს ლი­გა­ში გა­და­ვალ.

- ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში რე­ა­ლუ­რი მიწ­ვევ­ები გქონ­და. თუ ასეა, გორ­ში რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი?
- მთხო­ვეს, რომ ევ­რო­თა­სებ­ზე "დი­ლას" დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. ამ შან­ს­ზე უარის თქმა სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბო­და.

- სად გიწ­ვევ­დ­ნენ?
- აზერ­ბა­ი­ჯან­ში, კა­ხა ცხა­და­ძე "ინ­ტერ­ში" მიწ­ვევ­და. კა­ხას­თან მუ­შა­ო­ბა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნეც საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­იზ­არ­და, მაგ­რამ ჩემს ასაკ­ში იქით წას­ვ­ლა არ მსურ­და. 26 წლის ვარ, ამ­ბი­ცი­ე­ბი მაქვს და ნაკ­რებ­ში გა­მოს­ვლა მსურს. თა­ნაც, ქარ­თუ­ლი გუნ­დის დახ­მა­რე­ბა ვარ­ჩიე, ფორ­მა­საც აღ­ვიდ­გენ და მე­რე, იმე­დია, რო­მე­ლი­მე ძლი­ერ ლი­გა­ში გა­და­ვა­ლ.

- გო­რის "დი­ლა­ზე" რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რ­ჩა?
- მშვე­ნი­ე­რი გუნ­დი შე­იკ­რი­ბა. "დი­ლა­ში" მე­გობ­რუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს და მე­ო­რეც - ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი თა­მა­შო­ბენ. კარ­გი მწვრთნე­ლის, გა­მოც­დი­ლი და ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის ნა­ზა­ვი გვყავს - კო­ბა­ხი­ძე, გო­რე­ლიშ­ვი­ლი, ილუ­რი­ძე, აბურ­ჯა­ნია და გვა­ლია დი­დი მო­მავ­ლის მქო­ნე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან.

ეგაა, შე­თა­მა­შე­ბა ჯერ კი­დევ გვაკ­ლია. ან რა გა­საკ­ვი­რია, სე­ზო­ნის დაწყე­ბამ­დე 8 ახა­ლი მო­თა­მა­შე წარ­გ­ვად­გი­ნეს და გუნ­დი ახ­ლა "იქო­ქე­ბა". დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "დი­ლა" თუ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლა გახ­დე­ბა.

- "ოლ­ბორ­გ­თან" გან­მე­ო­რე­ბით შეხ­ვე­დრა­ში გუნ­დის შან­სებს რო­გორ აფა­სებ?
- იქ მძი­მე მატ­ჩი გვე­ლის. სა­ერ­თოდ, შეხ­ვედ­რის­თ­ვის კარ­გად მო­ვემ­ზა­დეთ და დი­დი ან­გა­რი­შით ამი­ტო­მაც მო­ვი­გეთ. თა­ვა­დაც ნა­ხეთ, ბი­ჭებ­მა რო­გორ ითა­მა­შეს. იღ­ბა­ლიც ჩვენ­კენ იყო, მაგ­რამ, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ასეთ შე­დეგს მა­ინც არ ვე­ლო­დი.

იმე­დია, საპასუხო შეხ­ვედ­რა­შიც ღირ­სე­უ­ლად ვი­თა­მა­შებთ და შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ვალთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ლოგიკური აზროვნება, ორმაგი პატივისცემით განვეწყვე ამ კაცისადმი
black
16:44 24-07-2013
0
კარგი მეკარე, რომ ხარ ვიცოდი , კაციც კაცური ყოფილხარ, უფალმა დაგლოცოს და შეგეწიოს. სულ გამარჯვებებით გევლოს ნუკრი, შენი და ქართველი ქომაგის გასახარად.
gizog
18:32 24-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული