გიორგი ტყავაძე: თბილისის "დინამო" უფასოდაც არავის უნდოდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" მიერ დიღმის საწვრთნელი ბაზის შეძენასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება კლუბის სპორტულ დირექტორ გიორგი ტყავაძეს ვთხოვეთ.

"ბადრი პატარკაციშვილმა სპორტსაზოგადოება "დინამოს" წინასწარ გადაუხადა 1 მილიონი დოლარი, რომელიც შემდეგ "დინამოს" ბაზის არენდაში წლების განმავლობაში უნდა გამოქვითულიყო.

ამავე დროს, მე დამხვდა "დინამოსა" და სპორტსაზოგადოება "დინამოს" შორის გაფორმებული სალიზინგო ხელშეკრულება, სადაც ბაზის გამოსასყიდი თანხა ფიქსირებული იყო და 600 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენდა.

სპორტსაზოგადოება "დინამოს" კუთვნილებაში მყოფ სპორტულ ბაზებს რა ბედიც ეწია, ალბათ ყველას კარგად მოეხსენება.

მაგალითისთვის "დინამოს" საკალათბურთო ბაზაც კმარა, რომელიც
სპორტსაზოგადოება "დინამოს" მიერ საქართველოს ბანკში სესხის გარანტად იქნა ჩადებული და ვალის გადაუხდელობის გამო ბანკის საკუთრებაში გადავიდა. "დინამოს" ბაზა კი, საბედნიეროდ, რომან ფიფიამ შეისყიდა, სხვათა შორის, იმაზე მეტ ფასად, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, კეთილმოაწყო და სამოთხედ აქცია.

ასევე გვერდს ვერ ავუვლი და "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლის დაკარგვა მინდა გავიხსენო, რომელიც თავის დროზე "დინამოს" კუთვნილება იყო, მაგრამ 90-იან წლებში საეჭვოდაა გაჩუქებული.

არადა, "დინამოს" აკადემია სწორედ იქ უნდა ყოფილიყო. ახალი აკადემიის მოსაწყობად უზარმაზარი ინვესტიციები განხორციელდა.

"დინამოს" ვითომდა ზეწოლით გადაცემის თემასაც მინდა შევეხო. ამირან ღიბრაძეს ვეთანხმები იმაში, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ იყო მუდმივი პრესინგი და ზეწოლა "დინამოს" მიმართ.

"დინამოს" რეპუტაციისა და პრესტიჟის გაფრთხილების მიზნით, ამ თემებზე ღია ლაპარაკს ყოველთვის ვერიდებოდი. რამდენჯერმე დაკარგულ ჩემპიონის ტიტულზეც შეიძლება საუბარი, რის შემდეგაც პატარკაციშვილების ოჯახმა გადაწყვიტა აღარ დაეფინანსებინა კლუბი და "დინამო" სხვა მფლობელისთვის გადაეცა. ვესწრებოდი ოჯახში გამართულ შეკრებას, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ "დინამო" უსასყიდლოდ გადაეცათ იმ ადამიანისთვის, ვინც კლუბს შენახვას შეძლებდა. მე მომანიჭეს მანდატი, მეწარმოებინა მოლაპარაკება.

არანაირი 10 და 15 მილიონი, 3-4 თვის მანძილზე ვის არ შევთავაზეთ "დინამოს" პატრონობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერესი არავის გამოუხატავს. "დინამო" უფასოდაც არავის უნდოდა.

2010 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ შედგა შეხვედრა ბატონ რომან ფიფიასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის, რომლებიც მაშინაც და ახლაც კეთილგანწყობილნი არიან ბატონი რომანის მიმართ.

სიმართლე გთხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ინვესტიციები განხორციელდებოდა კლუბში. "დინამოს" არსებობის ისტორიაში "დინამოს" ინფრასტრუქტურა ასეთ დონეზე არასოდეს ყოფილა. არასოდეს ყოფილა კლუბის ფინანსური მდგომარეობა ასეთი სტაბილური. "დინამოს" ყველა ქომაგს ახარებს, რაც დღეს "დინამოში" ხდება და ის, რომ კლუბს ასეთი პატრონი მოევლინა", - გვითხრა ტყავაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ზუხბაია: ხელშეკრულების პირობებს 2011 წელს ყველა დაეთანხმა
ზურაბ პოლოლიკაშვილი: ბაზის გაყიდვისას ყველაზე მეტად ივანიშვილი აქტიურობდა
ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ
როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"
რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ყველაფერი კარგი,მაგრამ ეს ვის დაეკარგა?კიდევ გაირკვევა ყველაფერი,მაგრამ მანამდე ეს ბუბა-გიორგი თავისი სიჯიუტით და ცუდი რეპუტაციით პირველ რიგში ფიფიას დააზარალებს და როდის მიხვდებიან,რომ უნდა დროზე მოაშორონ ქართულ ფეხბურთს.
ushba
15:53 28-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული