ღამე პოლიციაში! ანუ გამიშვი-დამიჭირე ლანჩხუთურად

AutoSharing Option
11 აგვისტოს, 01:00 საათზე გვაცნობეს, რომ ლანჩხუთის ცენტრში, პოლიციის რაიონული სამმართველოს წინ შეხლა-შემოხლა იყო, რომელშიც "გურიის" ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ.

როგორც გვითხრეს, მცხეთიდან, "ვიტ ჯორჯიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ ლანჩხუთში დაბრუნებული გუნდის მიკროავტობუსს შემთხვევის ადგილამდე 100 მეტრით ადრე შეჩერება მოსთხოვეს "გურიის" იმ წევრებმა, რომელთაც კლუბთან კონტრაქტი გაფორმებული აქვთ, მაგრამ დავალიანების გაუსტუმრებლობისა და გუნდიდან გაშვებული 7 ფეხბურთელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თამაშზე უარი თქვეს.

როგორც ირკვევა, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო და მიკროავტობუსი პოლიციის წინ შეაჩერა.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას "გურიის" 4 ფეხბურთელი - გუნდის კაპიტანი და მთავარი
მეგოლე გიგა კვერენჩხილაძე, კობა შალამბერიძე, ლაშა ჯანგიძე და გიორგი ძაძამია სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავდათ. მატჩზე წაუსვლელობის გამო კლუბი თურმე მათ დასჯას აპირებს. ამ ოთხეულის განაწყენების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იქნებოდა, თუმცა ისინი ასევე უკმაყოფილონი იყვნენ იმ თანაგუნდელების ქმედებით, რომლებთან ერთადაც გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანეს, მათ კი "გურიის" 14 წევრს სოლიდარობა არ გამოუცხადეს და "ვიტ ჯორჯიასთან" სათამაშოდ წავიდნენ.

მცხეთიდან მიკროავტობუსს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოჰყვა (მატჩის მეორე დღეს დასვენებაა და ზოგი მათგანი საკუთარ ქალაქში დარჩა). სამაგიეროდ, გუნდთან ერთად იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები - ნუგზარ ჩხაიძე და ნუგზარ ცინცაძე. ფეხბურთელებს სწორედ მათთან მოუხდათ შელაპარაკება, თუმცა, როგორც გვითხრეს, ძალადობა არ ყოფილა.

თუმცა მოთამაშეები მაინც დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. როგორც ჩანს, ფეხბურთელებს პრეტენზია აქვთ თანაგუნდელებთან, რომლებმაც მცხეთაში ითამაშეს. ამას გარდა, რაღაც პირადი საკითხიც იყო, როგორც ჩანს. მე ამ ავტობუსში იმის გამო მოვხვდი, რომ გამგებელს გავყევი თამაშზე მცხეთაში. ბატონი ზაზა თბილისში დარჩა და მე კი გუნდთან ერთად წამოვედი", - გვითხრა პოლიციიდან გამოსულმა ნუგზარ ჩხაიძემ.

მისი გამოსვლის შემდეგ გავიგეთ, რომ ფეხბურთელებს აუცილებლად დააკავებდნენ და რადგან კვირა უქმე დღეა, მათ საქმეს სასამართლო ორშაბათს განიხილავდა. თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - დაახლოებით 05:00 საათისთვის ოთხივე ფეხბურთელი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წყალმინდაში გადაიყვანეს და უკან მობრუნებულები ხელწერილით გაათავისუფლეს.

თუმცა სამშაბათს სასამართლო მაინც იქნება. სავარაუდოდ, ფეხბურთელებს 100-100 ლარით დააჯარიმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტ ჯორჯია-გურია 3:0 - ვიტელთა ახალი ჯანი: ლობ-ჯან-იძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამიხდნენ ძველი ბიჭები ეგ *** მიდით ბურთი გააგირეთ და გუნდს პატივი ეცით თქვე ***
vaso
09:44 13-08-2013
0
ე ბიჭო განაბობა თუ გინDოდათ რაგას ინომრავDით თავს
emigranti
17:45 12-08-2013
0

სიახლეები პოპულარული