უკრაინულ პრესაში დაიწერა, რომ მაისურაძეს კიევის "არსენალი" გასინჯავდა. მერე იყო ლაპარაკი კრივოი როგის "კრივბასსა"და ორენბურგის "გაზოვიკზე", მაგრამ ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა. მეტიც - ფინანსურ კრიზისში მყოფი "კრივბასი" სულაც დაიშალა.
ასე რომ, მაისურაძე ლამის მთელი ზაფხული უგუნდოდ იყო.
"ამ ხნის განმავლობაში ინდივიდუალურად ვემზადებოდი. რაღაც ვ
ლაპარაკი იყო რამდენიმე გუნდზე, ყველაზე კონკრეტული კი რუსეთის პირველ დივიზიონში მოთამაშე ნაზრანის "ანგუშტი" გახლდათ, რომელიც ქვედა ლიგიდან წლეულს დაწინაურდა. ეს ინგუშების გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ სეზონი კარგად ვერ დაიწყეს, საკმაოდ დიდი ფული და ამბიცია აქვს.
მაგრამ საქმე კონტრაქტამდე ვერ მივიდა. რუსეთში შრომის ვიზა ვერ მივიღე და წასვლაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
ასე რომ, დროებით ისევ საქართველოში, კონკრეტულად კი, გორის "დილაში" ვითამაშებ. როგორც მოთამაშეთა უმრავლესობამ, მეც ნახევარწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.
იმედია, ზამთრამდე ყველაფერი მოგვარდება და "ანგუშტში" მაინც გადავალ", - გვითხრა მაისურაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სანამ ასეთი ფეხბურთელები გვყავს, არაფერი ეშველება არც ჩემპიონატს და არც ნაკრებს.
ითამაშე ევროპა ლიგაზე კარგად და რაიმე ევროპული გუნდი შეგამჩნევს.
ან ეს ნახევარწლიანი კონტრაქტი რაა, ისიც არ გინდა, რომ შენმა კლუბმა წასვლის შემდეგ ფინანსურად მაინც იხეიროს ცოტა... ხფუი.......