თმა ყალყზე დაგიდგებათ - რა ხდება ქართული ფეხბურთის კულისებში

AutoSharing Option
რა ხდება ქართულ ფეხბურთში და რა სჭირს ასეთი მოურჩენელი, რომ ქომაგებს გულს უხეთქავს? რატომ არის ნაკრები ასეთი სუსტი და ეროვნული ჩემპიონატი ასეთი დაბალი დონის?..

ამ თემას საქართველოში აქტუალობა არ დაუკარგავს და ვფიქრობთ, ამ ფონზე დაგაინტერესებთ საქართველოს ნაკრების წევრობის ყოფილი კანდიდატის მონათხრობი...

სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ, რომ 25 წლის ნოდარ მაჭავარიანმა, როგორც იტყვიან, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და... ბანკში დაიწყო მუშაობა.

თავის დროზე ის "ლოკომოტივში", "თბილისში", რუსთავის "ოლიმპში", ქუთაისის "ტორპედოში", გორის "დილაში", "ზუგდიდში", ბოლნისის "სიონში" და ალექს გარსიას დროს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა.

ორჯერ
იყო საქართველოს ჩემპიონი, ამდენჯერვე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ორჯერ ითამაშა საქართველოს თასის ფინალში, 3-ჯერ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მცველების ნომინაციაში, ექტორ კუპერმა კი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია...

მოკლედ, ნოდარ მაჭავარიანი ქართულ ფეხბურთში შემთხვევითი კაცი არ არის და ამდენად, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი ბედი. რა ხდება საფეხბურთო კულისებში და რატომ თქვა უარი ფეხბურთზე?

- ფეხბურთიდან მართლა წავედი და "ვი-თი-ბი ბანკში" დავიწყე მუშაობა. პარალელურად, მინი-ფეხბურთის გუნდში ვთამაშობ. ასე ვიკლავ დარდს და ვცდილობ, ისევ სპორტულად ვიცხოვრო.

- რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი? ჯერ 25 წლის ხართ და თამაში კიდევ შეგეძლოთ...
- დავიღალე ქართულ ფეხბურთში არსებული უსამართლობით. ერთ დღესაც დავფიქრდი, მიღირდა კი ეს ყველაფერი იმად, რომ ჩემი თავი და ოჯახი მეწვალებინა? კიდევ კარგი, განათლება მქონდა, მშვენიერი სამსახურიც ვიშოვნე, თორემ ამათი შემყურე სახლში უგუნდოდ უნდა ვმჯდარიყავი და მელოდა, როდის გაიღებდა ვინმე მოწყალებას.

მესი არ ვყოფილვარ, მაგრამ ტიტულებიც მომიპოვებია და საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშიც არ გამიჭირდებოდა. 21 წლისა რუსთავის "ოლიმპში" ვთამაშობდი, ექტორ კუპერმა ნაკრებშიც გამომიძახა, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ მაშინ მივიღე ტრავმა და ჩემს ნაცვლად მიწვეული ბევრჯერაც ათამაშა...

ამ ასაკში იოლი არ არის ფეხბურთიდან წასვლა. საშუალო დონის მოთამაშის გადასახედიდან ვამბობ - საქართველოში თუ ვიღაცის ნაცნობი, ახლობელი ან ვინმე გავლენიანი მენეჯერის ფეხბურთელი არ ხარ, ყველა გერიდება. ოღონდ ფულები აკეთონ და ეს ვითომ მწვრთნელები ისეთებს იგონებენ, თმა ყალყზე დაგიდგება.

მე კი ამ არასაფეხბურთო თამაშებისთვის გამოუსადეგარი ვიყავი, თორემ დამიჯერეთ, მათი უზნეო წესები რომ მიმეღო, პრობლემა არ შემექმნებოდა. ფეხბურთი იყო მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამდენი ტყუილის, იმედგაცრუებისა და უსამართლობის ატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

- ზოგადად, ეს გასაგებია, მაგრამ შეგიძლიათ, კონკრეტულად გვითხრათ, რა უსამართლობას აწყდებოდით?
- ერთ შემთხვევას გავიხენებ: მწვრთნელი ამბობს, ჩამოდი და კონტრაქტში 30 ათას დოლარს გადაგიხდითო. მაგრამ კონტრაქტი რომ გავაფორმე, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე გეუბნება - 15 ათასზე მეტს ვერ ვიხდითო. ეს რა სამართალია?! ასე ბევრი მოთამაშე მოუტყუებიათ.

- საქართველოში ამდენს იხდიან?!
- ზოგან იხდიდნენ, ბევრს ახლაც აქვს ფული. იყო შემთხვევა, მეორე მწვრთნელმა მითხრა - დირექტორს შენს პოზიციაზე თავისი ახლობელი მოჰყავს, შენ კი სჯობიხარ იმას, მაგრამ გუნდში ვერ დაგტოვებთო.

ძნელია ეს ყველაფერი გაიგო. ეს არის ადამიანური ან პროფესიული მიდგომა?! ან არ გაინტერესებთ, რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები ლეგიონერებზე, რომელთა ნაწილს ხშირად თავი არაფრით გამოუჩენია? ამ დროს კი, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გასაქანი არ ეძლევა.

"ლელოში" ვნახე უგუნდო ფეხბურთელების სია. იქ ისეთი გვარები ამოვიკითხე... ბევრი ხომ ასაკობრივი და მეტიც - ეროვნული ნაკრების წევრი იყო?! იცით, რატომ ჩამოწერეს ისინი ამ ვითომ მწვრთნელებმა და მენეჯერებმა?

- რატომ?
- იმიტომ, რომ მათ რაღაც-რაღაცებს ვერ უბედავდნენ და მერე დააბრალეს, უხასიათოები არიანო. წარმოდგიდგენიათ?! ანუ გარყვნილი რომ არ ხარ, ცილს აქეთ გწამებენ და კარიერას გინგრევენ.

- ანუ, გინდათ თქვათ - ბევრი მოთამაშე იმიტომ იჩაგრება, რომ მწვრთნელს "წილებში" არ ისვამს?
- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია... ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ... ალბათ, ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია. სიმართლე ისაა, რომ ასეთი ფეხბურთელი საქართველოში არავის სჭირდება, რადგან ზოგიერთები "პადიომნებით" ფულს ვერ აკეთებენ.

- ქართველი მწვრთნელები ასე მუშაობენ?
- ყველას ხელს ვერ დავადებ! არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებიც ამას არ იკადრებენ, ზოგიერთები კი ნამდვილად ღუპავენ ქართულ ფეხბურთს. კარგ სპეციალისტებს გუნდებს არ აკარებენ იმიტომ, რომ ამ სქემებში მონაწილეობას არ კადრულობენ.

ერთ-ერთი მაგალითია გია ცეცაძე. ახლა გაახსენდათ, როცა ნაკრებში და "დილაში" თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა. არადა, ამ კაცს ახლოს არ იკარებდნენ. ის წესიერი კაცია და ამიტომაც ჰქონდა წარმატება, ბევრისთვის უცნობი მოთამაშეებით "დინამოს" და "ზესტაფონს" ეომებოდა.

- მაშ ვინ არიან ისინი, ვინც ღუპავენ ფეხბურთს?
- თავის გულში ჩაიხედონ და მიხვდებიან, ვინც არიან. ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისთვის არის ფეხბურთში. მე კი წავედი და იქით გახედვაც აღარ მინდა...

გული მიკვდება, რომ ამ საშინელებას ეწირება არა მხოლოდ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, მთელი თაობები, მთლიანად ჩვენი ფეხბურთი და განმკითხავი კი არავინაა.

- კი, მაგრამ მწვრთნელები ჩივიან, ფეხბურთელები არ გვყავსო. მთლად ასეც ხომ არ არის? კარგ მოთამაშეზე უარს ვინ იტყვის?
- ვინც ამბობს, ფეხბურთელი არ მყავსო, ის ან იტყუება, ან თვალები დახუჭული აქვს. თუ ახალგაზრდა მოთამაშეებს გასაქანს არ მისცემენ, ხოლო საკეთებლად უცხოელებს ჩამოიყვანენ, ეს ბიჭები სად გაიზრდებიან?!

- ჩაწყობილ თამაშებზე რას იტყოდით? ამ სენმა ჩვენს ჩემპიონატში ფეხი მყარად მოიკიდა?
- ხომ იცით, საქართველოში ყველაფერი მოსულა. ვფქირობდი, ეს ყველაფერი მეთქვა თუ არა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ხმამაღლა მელაპარაკა. იქნებ, ვიღაც მაინც დაფიქრდეს.

ქართულ ფეხბურთში დიდი უბედურება ტრიალებს და ამას თუ არ მოვუარეთ, მუდმივად ჭაობში ვიქნებით.

მხოლოდ საკუთარი ტკივილი არ მალაპარაკებს, ჩემი მეგობრების, ნაცნობების, ფეხბურთელების გასაჭირი გაგიმხილეთ. მათაც იგივე სათქმელი აქვთ, მაგრამ ერიდებიან - მერე ხომ არც ერთი კლუბი არ აიყვანს. მე კი არ მინდა, ჩემს მდგომარეობაში სხვებიც აღმოჩდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
მერაბ მე შენ ადგიზე მოვამზადებდი სტატიას ჩაწყობილ ნაცჰალიჩარ თამაშებზე. როგორ ეხმარება მსაჯები და კერძო პიროვნება გუნდს შედეგის მისახწევად. რატო კითხვა არ ებადება არავის გორის დილამ როგორ მოიგო 12-13 თამაში ზედიზედ, ჯუღელისგან ნაჩალიჩარი და გამაზული კერძო ფეხბურთელები და მსაჯები. რატო კითხვა არ ებდაბა არავის მწვრთნელები რატომ მიმართავენ დასახმარებლად ერთ პიროვნებას რომ თამაშსი მსაჯი დაეხმაროს და იხდიან 2000-5000 ლარამდე ამ მომსახურებაში. რატო შოულობს ერთი პიროვნება ფულს ქართული პეხბურთის არა ორგანიზებულობით. რატო არ ინტერესდება პოლიცია ჩაწწყობილი თმაშებით, სადაც ტოტალიზატორი მონაწილეობს.
simartle
18 აგვისტო 2013 09:11
0
...ფედერაცია გასასამართლებელია ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის. გამოსაძიებელია მათი საქმიანობა თუ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს. თუ არადა ვიოცნებოთ, რომ მაგრები ვართ ..... მაგრამ ხან მსაჯია დამნაშავე ხან მოედანი...
Qartveli
18 აგვისტო 2013 05:35
0
არა ვერ გავიგე არა მეკი ვიცი მაგრამ იმან მინდა გაიგოს ვისაც სჰეუდზლია გამოასწოროს ეს სასჰინელი მდგომარეობა ფეხბურტის ფედერაციიდან მოდის ოდიდგანვე ეს უბედურება ეს სასტავები აუცილებლად გასაწმენდია ტავის ფედერააციის პრეზიტენდიანატ და მოვიდეს ის ხასლხი რომელებსააც ტკივატ ფეხბურტი
ramazi
18 აგვისტო 2013 01:17
0
ბეზდელნიკი ფედერაცია!!სათავიდან მოდის ყველაფერი
gocha
18 აგვისტო 2013 00:46
0
დღეს დილას 20-22 წლის ბიჭებმა გადაუარეს დინამოს თავის ლეგიონერებით! დინამოს ფული აქვს და კარგია, მაგრამ ფულის ხარჯვა ჩამოწერილ ლეგიონერებში ქართულ ფეხბურთს არ არგებს,თუ არ აწყენს! ისე ეტყობა არც მსაჯებისთვის ენანებათ!!!!!!!!!!!!!
vasil askilashvili
17 აგვისტო 2013 23:14
0
ეგ ცნობილი ფაქტია რომ 10 ატასს ანდა კიდევ მეტს ზოგჯერ 20 ათასს იტხოვენ გუნდსი რომ აგიყვანონ, გუნდს გააჩნია კიდევ. აი ასე გუპავენ ნიჩიერ და უფულო ახალგაზრდებს ხოლო ფულიანები აგრ
ძელებენ ასე ფოფხვას ქართულ ფეხბურთში
nika
17 აგვისტო 2013 22:29
0
რაც ამ ბიჩმა ილაპარაკა ეს რა ახალია ამაში რამე? ეს ყველამ ვიცით და ყველა თვალს ხუჩავს დგეს საქართველოში ფეხბურტი არ არსებობს დგეს საქართველოსი არსებობს ,მარტო კორუფცია პეხბურტში, მერე თხოვენ ეროვნულ ნაკრებს თამაშს, სადაა ეროვნული ნაკრები? ეროვნული კი არა ეგაა კორიფციისშედეგად შექმნილი ნაკრები
gigi
17 აგვისტო 2013 22:26
0
ზალიან ბევრია ვინც მართლა ღუპავს ქართულ ფეხბურთს, მაგალიტად ვიცი რომ ჩემს ახლობელს ფეხბურთი რომ ეტამასა 10 ათასი დოლარი მოსთხოვა, უბრალოდ რომ გუნდში ეთამაშა, ეს ადამიანი საკმაოდ ცნობლი ადამიანია და რომ კითხო ქართულ ფეხბურთზე გადამკვდარი, არადა ეს ბიჭი მართლა ძალიან ნიჭიერი იყო და დრეს მუშად მუშაობს
ბესო
17 აგვისტო 2013 21:52
0
არადა მართლა ასეთი სინეხვეა ქართულ ფეხბურთში
mateusa
17 აგვისტო 2013 20:35
0
დრო მოვა კფელაპერს იტკვიან ტრადიციულად
zura
17 აგვისტო 2013 19:24
0

სიახლეები პოპულარული